სხვა სიცხე ჩინეთში 2013, 5 აგვისტო, 13:00 ამ დროისათვის ჩინეთის უმეტეს ნაწილში ძალიან მაღალი სიცხეებია. იმდენად ცხელა რომ მცხოვრებლები კანალიზაციის სახურავზე ერბოკვერცხს წვავენ.
სამხრეთ ნაწილში, პროვინცია ხუნანში მცხოვრებმა, რომელსაც მაცივარში კვერცხები არ შეუწყვია, რამდენიმე დღეში აღმოაჩინა, რომ სამზარეულოში ოთხი წიწილა გამოიჩეკა. ბოლო თვეში შანხაიში, მზის დარტყმის შედეგად ათი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო ერთმა მამაკაცმა კი ასფალტზე დაცემის შედეგად ტანზე დამწვრობები მიიღო. 316 7-ს მოსწონს
|