კინო როგორ ინარჩუნებს შერონ სტოუნი სხეულის შესანიშნავ ფორმებს 2013, 4 აგვისტო, 9:23 ცხოვრება მოძრაობაშია და ეს კარგად იცის ჰოლივუდის ვარსკვლავმა, შერონ სტოუნმა. 55 წლის მსახიობი, რომელიც სხეულის შესანიშნავ ფორმებს ინარჩუნებს, აღიარებს რომ იმისათვის რომ სულ ფორმაში იყოს მას ეხმარება ცეკვა: "მე ვრთავ მუსიკას და ვიწყებ ცეკვას. ჩემი ტვინი თითქოს ითიშება, რადგან მე ამ დროს ვტკბები მოძრაობებით. ამბობენ, რომ "იცეკვე ისე თითქოს შენ ვერავინ გხედავს" და სწორედ ასე ვიქცევი მეც. ვცეკვავ ვიდრე არ დავიღლები და ვფიქრობ, რომ ეს კარგია არა მარტო სხეულისთვის, არამედ სულისთვისაც." შერონ სტოუნს ესმის, რომ ის უკვე იმ ასაკშია, რომ მხოლოდ ცეკვით გარეგნული სილამაზის შენარჩუნება და სხეულის ტონუსში მოყვანა რთულია, ამიტომ იგი ძალოსნური ვარჯიშებითაც არის დაკავებული: "ახლა მე რეგულარულად დავდივარ სპორტ დარბაზში. ადრე მხოლოდ პლასტიკური მოძრაობები საკმარისი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც 50 წელს გადავაბიჯე, იმისათვის რომ კუნთოვანი სიმკვრივე შემენარჩუნებინა მხოლოდ ცეკვა ვერ მიშველიდა და ამიტომ მე დავიწყე ძალოვანი ვარჯიშები და მე ეს ძალიან მსიამოვნებს!" მართლაც შერონ სტოუნის სხეული, 55 წლის ასაკში შესაშურად გამოიყურება და მას არ სცხვენია საცურაო კოსტიუმებით გამოსვლა სანაპიროზე და იგი თამამად უკეთებს დემონსტრაციას თავის სხეულს. 129 1-ს მოსწონს
|