x
image
აბრაგი
ჩაი სულისა და სხეულისათვის
imageწყლის შემდეგ ჩაი მსოფლიოში ყველაზე მეტად მოხმარებადი სასმელია. ჩინელები თვლიან, რომ დღეში არანაკლებ 7 ჭიქა ჩაი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ის ტონუსს მატებს, დაღლას ხსნის და კანს აახალგაზრდავებს. მის წინაშე სურდო პოზიციებს სწრაფად თმობს. ჩაი განწყობასაც აუმჯობესებს. გარდა ამისა, ორგანიზმს ასუფთავებს და ოპტიმალური წონის შენარცუნებას ხელს უწყობს. მწვანე, შავი, ლიმონით ან რძით, შაქრით ან უშაქროდ მმნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჩაის მიანიჭებტ უპირატესობას. მუდამ გახსოვდეთ სასარგებოა მხოლოდ ახალდაყენებული. აღმოსავლეთში ამბობენ, " ახალი ჩაი ბალზამის მსგავსია, ღამენათევი გველის შხამის". სულისა და სხეულისათვის უკეთესი სასმელი ძნელად მოიძებნება.

ანტიმჟანგავი სასმელების ლიდერი

თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად ჩაის სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვაშლის წვენი. 2 ფინჯანი ჩაი = 1 ჭიქა წითელ ღვინოს = 7 ჭიქა ფორთოხლის წვენს = 20 ჭიქა ვაშლის წვენს. მწვანე და შავი ჩაი ანტიმჟანგავების თანაბარ რაოდენობას შეიცავს.

სიმხნევე და ჯამრთელობა


ცხელი ჩაის სმის პროცესში გამოყოფილი ოფლი კანის ფორებს ასუფთავებს არა მექანიკურად, არამედ ბიოქიმიურად, ე.ი. შიგნიდან. ეს კი მთელ სხეულს ამსუბუქებს, შებოჭილობას ხსნის და ამშვიდებს.








0
84
4-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0