x
image
აბრაგი
უძილობა სიმსუქნეს იწვევს
imageზედმეტი კილოგრამის დაგროვების გამომწვევი მიზეზი ცხიმიანი, მსუყე საკვებია. თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც. ერთ-ერთი ხანმოკლე ძილია.

რაც უფრო ცოტა გვძინავს, მით მეტია წონაში მომატების შანსი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც ასეულ ადამიანზე უამრავი გამოკვლევა თუ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს. ერთ-ერთი მოსაზრებით, ქრონიკული უძილობის შედეგად ჰორმონ მელატონინის გამომუშავება ფერხდება. აღნიშნული ჰორმონი კი ძილის დროს გამომუშავდება. მელატონინის დეფიციტი გვიფუჭებს ხასიათს, განწყობას, გვირღვევს კვების რეჟიმს (გაცილებით მეტს ვჭამთ), რაც ჭარბი წონის საწინდარია.

ზედმეტად გამხდარ ადამიანებს ხშირად აქვთ მელატონინის გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება მსუქნებს, მათ ეპიფიზის ზომა ( სადაც ჰორმონი მელატონინი გამომუშავდება) საშუალოდ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე გამხდრებს.

რჩევები:


1. თქვენი საწოლის სიგანე არუნდა იყოს 80-95 სმ-ზე ნაკლები.

2. 18 კვ. მ ზომის საძინებელ ოთახში ორ ადამიანზე მეტმა არ უნდა დაიძინოს.

3. ძილის წინ ჭამა არ არის სასურველი. განსაკუთრებით ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებისგან შეიკავეთ თავი.

4. ძილთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას საძილე პრეპარათებით ნუ შეეცდებით. უძილობის დამარცხება შეგიძლიათ ყოველდღიურად 20-30 წუთიანი საღამოს სეირნბით, თბილი აბაზანის მიღებით და სხვადასხვა მცენარის, მაგალითად, კატაბალახის ნაყენით, რომელიც, როგორც ცნობილია, ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

5. თუ უძილობის მიზეზი დეპრესიაა, დახმარებისათვის აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვით მკურნალობა საძილე პრეპარატებით. მათი დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.














0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0