სიახლეები ცრემლებს ტკივილგამაყუჩებელი ძალა აქვს 2013, 22 ივნისი, 19:12 ![]() როცა კბილი ძალიან აგტკივდებათ, იტირეთ, ნუ შეგრცხვებათ. შემდეგ ცრემლები ბამბით მოიწმინდეთ და დასველებული ტამპონი მტკივნეულ კბილზე ან ღრძილზე დაიდეთ. მცირე ხნის შემდეგ ტკივილი აშკარად შეგიმსუბუქდებათ, ბოლოს კი გაგიქრებათ. ამ რეცეპტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ცრემლის შემადგენლობაში შედის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. ყველამ კარგად იცის, რომ კბილის ტკივილის გასაყუჩებლად ეფექტურია მარილიანი წყლის გამოვლება, ის ტკივილს მხოლოდ დროებით აყუჩებს. ბევრ ადამიანს ქარიან ამინდსა და სიცივეში ცრემლდენა ეწყება, რაც ბუნებრივია. იგი არახელსაყრელ პირობებში თვალის თავდაცვის საუკეთესო საშვალებაა. რა არის ცრემლი? ცნობილია, რომ ცრემლი გამჭვირვალე, მარილიანი სითხე, რომლის წარმოქმნაც უმიზეზოდ არ ხდება. ცრემლი ორი სახისაა პირველი– მუდმივად გამომუშავდება და თვალს დაზიანებისგან იცავს, მეორე კი მოჭარბებული ემოციების წყალობით ჩნდებ. თუ ჯამრთელი თვალები გაქვთ, მაშინ ცრემლის გამოყოფა ყოველდღიურად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტირილის დროს ძალიან მცირე რაოდენობის ცრემლი გვდის. მისი რაოდენობა მთელი ცხოვრების მანძილზე 70 ლიტრამდე აღწევს, რაც თვალს გამოშრობის საშვალებას არ აძლევს. 143 4-ს მოსწონს
|