სხვა უცხოელის რეპორტაჟი თბილისის "მშრალი ხიდის" ბაზრობიდან 2013, 2 აგვისტო, 11:07 მოგვითხრობს ფიესტა, Bigpicture.ru-ს მთავარი რედაქტორი:"ყოველთვის მიყვარდა ძველმანების ბაზრობა, ამ ძველმანებს შორის გასეირნება მუზეუმის მსგავსია, აქ რამდენი რამაა წარმოდგენილი სხვადასხვა თაობის, არის აზარტიც, გინდა იპოვო ისეთი რამ რაც იშვიათზე იშვიათია, თანაც ისე, რომ შენი ბიუჯეტი ამას გასწვდეს.ამასთანავე სასიამოვნოა ათვალიერო სხვადასხავა ტიპის ადამიანები, ზოგი გაცხარებული კამათობს, ზოგი უბრალოდ ათვალიერებს ღია ცის ქვეშ განთავსებულ მუზეუმს, ამიტომ ჩემი თბილისში ვიზიტისას გადავწყვიტე აუცილებლად მომენახულებინა ძველმანების ბაზრობა, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა განთავსებული.ყველაზე ცნობილი ძველმანების ბაზრობა "მშრალ ხიდთანაა" განთავსებული, სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალში ქალაქის ცენტრიდან-შოთა რუსთაველის პროსპექტიდან.ძველმანების ბაზრობის ტენდეცია ასეთია-ის წარმოიქმნება სპონტანურად, ასე მოხდა თბილისშიც, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იან წლებში მძიმე პერიოდი დაუდგათ თბილისელებს, ჯერ გარდაქმნის "მთელი სიხარული" შეიგრძნეს, შემდეგ კი უშუქობაში და უგაზობაში სახლიდან გამოიტანეს გასაყიდად თავიანთი ოჯახის ნივთები.დღესდღეობით იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც თავის ნივთებს ყიდიდეს, ძირითადად გადამყიდველები ვაჭრობენ.ბაზრობა განთავსებულია ხიდთან, რომელიც 160 წლისაა და ოდესღაც მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებდა." 364 5-ს მოსწონს |
ძალიან მომეწონა სტატია.