x
image
ბელენაი
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
imageამ პრობლემის გადაჭრა, საბედნიეროდ, არც თუ ისე ძნელი საქმეა. ისინი, ვინც უჩივიან უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, ეჭვიანები და ნერვიულები ხდებიან, რადგან ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში ამა თუ იმ პიროვნებასთან საუბრისას, ხოლო ინტიმური ურთიერთობისას შეიძლება გუნება წაუხდინონ პარტნიორს.

რა უნდა ქნათ?


არსებობს ამ უხერხულობის თავიდან აცილების რამდენიმე მეთოდი. ხშირად გამოწვეულია რომელიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევისგან. მაგალითად, კარიესის, ქრონიკული ტონზილიტის, გასტრიტისაგან. თუკი ამ დაავადებებს მოირჩენთ, ისიამოვნო სუნსაც იოლად დააღწევთ თავს.

ისიამოვნო სუნის არსებობას ნალექით (ნადებით) დაფარული ენა მიგახვედრებთ. დროდადრო ნალექი ჩაის კოვზით გადაიწმინდეთ.


თუკი ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი დაავადება არ გაწუხებთ, მაგრამ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მარტივი ხალხური რეცეპტებით.

1. დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ, პირში გამოივლეთ პიტნის ფოთლების ( 1 სუფრის კოვზი პიტნა 30 წუთი აადუღეთ 0, 5 ლიტრ წყალში) ნაყენი. თუ ძალზე ძლიერი უსიამოვნო სუნი გაქვთ, კბილებისა და ლოყას შორის ხმელი მიხაკის პაწია ტოტის ნატეხი ჩაიდეთ ხოლმე.

2. სვით ახალდაყენებული გვირილის ჩაი (ადუღეთ 2 სუფრის კოვზი გვირილა 0, 5 ლიტრ წყალში 5 წუთის განმავლობაში).

დღის გნმავლობაში ჭამეთ მენთოლიანი კანფეტი ან ღეჭეთ მენთოლიანი საღეჭი რეზინი.


0
1127
5-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
1127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0