x
image
ია გელიტაშვილი
მე დავჯდები იქ სადაც იჯდები შენ

როცა შენ იბრძოდი მაშინ შენს გვერდით დგომა ყველაზე ძალიან მინდოდა.ვიცი შენს გვერდით ვერ გამოვჩნდებოდი, მაგრამ მთავარი ხო იყო, რომ მინდოდა.როცა გარბევდნენ, როცა დავინახე როგორ მიყავდი პოლიციას შენს გვერდით ჯდომა მინდოდა პოლიციის მანქანაში.როცა ხელბორკილი დაგადეს მინდოდა ამ ხელბორკილით გადავებით ერთმანეთზე.როცა თავი დახარე მინდოდა მე ამეწია შენთვის დახრილი თავი.როცა უსამართლობა გულს გიხეთქავდა მინდოდა სამართლიანობისთვის ერთად გვებრძოლა.
როცა მეოთხედ წაგიყვანეს, დაგიჭირეს და სრულიად მარტო იჯექი საკანში, მაშინ მეც მარტო ვიჯექი ოთახში და დათუნიით ვთამაშობდი.მერე ვერთობოდი, მერე ვიცინოდი იმიტომ რომ მე არ ვიცოდი რა გჭირდა შენ.
მე შენ მასწავლე, როგორია ადამიანი რომელსაც თავისუფლება სწყურია, რომელსაც თავისუფალი სული გააჩნია.შენ მე საკუთარი თავი მაპოვნინე.საკუთარი თავის მოსმენა მასწავლე.ამიტომ მე შენთან ერთად დავჯდები იქ სადაც იჯდები შენ.მერე ვისხდებით ჩვენ...
მახსოვს შენ ერთხელ მითხარი:უბრძოლველად ვერაფერს მიაღწევ და მიზნის მისაღწევად ხშირად გზაზე პაიკის გაწირვა მოგიწევს უნდა გაწირო, თუ გინდა მეფის სტატუსით გამოხვიდე საჭადრაკო დაფაზე.
შენ არ გაგიწირავს (ღიმილი) მე გამოვალ დედოფლის სახელით საჭადრაკო დაფაზე და მერე დავჯდები იქ სადაც იჯექი შენ.imageimage

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0