სხვა შენ,რომ ცურვა არ იცი 2013, 2 მაისი, 23:59 -რომ ჩავიძირო?
-არ ჩაიძირები..
-რომ ჩავიძირო?
-მე ამოგიყვან
-შენ, რომ ცურვა არ იცი -ვიცი -არ იცი -ვიცი -აღარ მეშინია -მე გადაგარჩენ.. -თუ გადამარჩენ მაშინ ეხლავე ჩავიძირები -გიყვარვარ? -გადამარჩენ? -გიყვარვარ? -კი, შენ? -გადაგარჩენ -გადარჩენა სიყვარულს ნიშნავს? -ეგ ჩემი სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა (სიცილით) -ჰაჰაა -პატარა ხარ -არ ვარ -ხარ, ჩემი პატარა ხარ იცოდე როცა მეშენ პატარას აღარ დაგიძახებ მაშინ არარ მეყვარები -ეს როდის მოხდება? -ეს არასდროს მოხდება შენ ყოველთვის ჩემი პატარა იქნები, მემახსოვრები -გემახსოვრები? -კი შეიძლება რაღაც მოხდეს და მემახსოვრები -მეც მემახსოვრები -არ დამივიწყებ? -არა შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იყავი, ჩემს ცხოვრებაზე დიდი, ჩემს გულზე, ჩემს ხელებზე დიდი -მომენატრები -მეც მომენატრები.წადი.. -წავალ წავიდა, უკან არ მოუხედავს, მე მოვიხედე და მიდიოდა მერე ხეებს მოეფარა, მერე შენობებს, გზებს, მთებს და გაქრა... მე მივდიოდი, მეც აღარ გამიხედავს........... 46 2-ს მოსწონს 1-ს არა
|