x
image
ია გელიტაშვილი
უნებლიეთ მოსმენილი საუბარი

რა ვქნა?არ მიყვარს საზოგადოებრივ ადგილებში ხმამაღლა საუბარი, ასე მგონია ჩემს პრობლემებს იმ წუთში დაუკითხავად გარშემომყოფებს ვუნაწილებ ისინი იძულებულები არიან მოისმინონ, თუმცა აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ.გუშინ ავტობუსით მგზავრობა მომიწია, მიყვარს, უფრო მეტი სივრცეა, სივრცე მიყვარს, ათასნაირ ხალხს შეხვდები და მეც შევხვდი დედა-შვილს დედა სადღაც 60წლამდე შვილი 30 წლამდე.გოგოს მოკლე ქვედაბოლო და ტოპი ეცვა (მსუქანი იყო)მთავარი ეს არაა მთავარი მათი საუბარი და საუბრის თემა იყო ხმამაღალმა სიტყვებმა მიიქცია ჩემი ყურადღება და უნებლიედ მომესმინა..
-დედა დღეს გითხრა?გაეპრანჭე მერე შვილო
-ხო დედა დღეს, მანქანას რატომ არ ატარებო
-ვაიმე რა სიცოცხლეა, გასწორდი დედა ბეჭებში.
ბეჭებში გასწორდა ტოპი კიდევ უფრო აეწია და კიდევ უფრო გამოუჩნდა ჭარბი წონა. (გამეცინა)
აგრძელებს დედა ხმამაღლა
-ტვალეტის ქაღალდი ჩადე?
-კი კი თან იცი რომელი?
-რომელი?
-აი ის კარგი
-ა ხო ეგ რატო ჩადე, მაგას გავაფუჭებ იქ ეხლა მე
-ო იყოს არ ვიხმაროთ ჩვენ.
აქ სიცილი ამიტყდა, ძლივს გავჩერდი.უბრალოდ არაა სასიამოვნო, ასეთი საუბრის მოსმენა.
კიდევ უამრავი შემთხვევა იყო სადაც თავი უხერხულად მე ვიგრძენი.კიდევ კარგი მალე მივედით დანიშნულების ადგილზე, თორემ ვინ იცის რას მოვისმენდი.image

0
73
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0