სხვა როგორ მივიღო გამოცდილება თუ შანსს არავინ მომცემს ? 2012, 29 აპრილი, 14:55 ვაკანსიები რომლებსაც სვადასხვა კომპანია ხშირად აცხადებს, მადისაღმძვრელია არა? შენ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, იცი რომ თავს გაართმევ, თუმცა არა. შენ ხომ სამუშაო გამოცდილება არ გაქვს? 2 წლიანი თუ 3 წლიანი..... სხვა თემაა ის რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ხალხი ძირითადად წინასწრ ყავთ შერჩეული, და ვაკანსიაც ხშირად სწორედ იმიტომ იდება რომ უბრალოდ ვალდებულნი არიან დადონ. რამდენს უთქვმას- ტყუილად ნუ იწვალენ იქ მოხვედრაზეო ნამდვილად ვერ დავთვლი. გამოცდილებას ყველგან ითხოვენ თითქმის, მაგრამ როგორ მივიღო მე გამოცდილება თუკი არავინ მომცემს შანს რომ წარმოვაჩინო რა შემიძლია? კი, კარგია როცა გამოცდილება გაქვს, მაგრამ ყველამ ხო უნდა დაიწყოს საიდანღაც? ყველა საიდანღაც იწყებს, მოგვეცით საშულება რომ ჩვენს დავიწყოთ საიდანღაც. 107 2-ს მოსწონს
|