პოეზია ივლისის წვიმა 2013, 30 ივლისი, 0:08 გაწვიმდა და სულშიც
სევდად წვეთავს წვიმა,
თითქოს დაღლილ მზესაც
ცივი ცრემლი სცვივა,
აწკრიალებს ზანტად მივიწყებულ ნოტებს, გადაევლო შხაპად მზით დასიცხულ ტოტებს. დაატარებს სევდას, დახმაურობს ცრემლად, ყველას სატკივარი გეჩვენება შენად. უხმოდ ვებრძვი ჩემში უშენობის შიმშილს და ივლისის წვიმაც შენს ნაკვალევს მიშლის. გავაყოლე ცრემლიც, წაიღო და...გაქრა, სულში მზე ენთოს და... იავდაროს, რავქნა!.. ![]() 33 6-ს მოსწონს
|