პოეზია ქალი? ის ქალი... 2013, 7 ივლისი, 2:14 ქალი?ვინ ქალი, რომელი ქალი?
მოკლე კაბით და მზერით კეკლუცით?
შენია თითქოს, მაგრამ შენს იქით
ყველას უღიმის, ყველას ეკუთვნის.
ქალი?ვინ ქალი, რომელი ქალი? გაუჩენია წუწუნით შვილი, კაცის სამოსში გამოუზრდია ქალურად ნაზი, მისებრ გულჩვილი. დასჭირვებია სამშობლოს მკლავი, ღონიერი და მტკიცე, ძლიერი, დაუმალია კაბის ქვეშ შვილი და სხვებზე მეტად ჩანს ბედნიერი. ქალი?!ის ქალი, ნამდვილი ქალი!.. ცოტნეს, პაატას, დავითის დედა, არ შეიხარონ წარბი მომხვდურზე!... სამშობლოს მტრობა ვინ გაუბედა?!. ქალი?!.ის ქალი, ნამდვილი ქალი!.. ცხრა ძმის მედროშე, ცრემლშეუმშრალი, სამასმეერთე არაგველის დედა, ამაყი, - მამულის ბედზე ლოცვად შემდგარი. გესმის, უფალო, მათი ვედრება? ცრემლით გავედრებს ვინც საქართველოს, მოხედე მამულს, ისმინე ლოცვა, არ დამიჩაგრო, არ ააცრემლო... დალოცვილ იყოს იმ ყრმის აკვანიც ვინც სამშობლოსთვის გაზარდა დედამ... ცრემლმორეული შენს წინ ვეცემი, მათ თავს გავედრებ!..სათხოვარს ვბედავ!.. შორენა-ალაზნისპირელი 35 9-ს მოსწონს
|