x
image
შორენა-ალაზნისპირელი
ჩემი კახეთი!..
მომნატრებია მისი ცის ქვეშ ლაღად გამოზრდილს,

შემოჩვეული მონატრების სევდა მახელებს,

ფიქრმორეული გავუყვები ალაზნის ნაპირს,

უცხოს და ნაცნობს, გულში ვიკრავ ჩემს თბილ კახელებს.



ალვებს და ნაძვებს მოხშირებია თმაში ჭაღარა,

ძველი ჭადარი წლებს ფოთლებად ააშრიალებს,

ცივგომბორიდან მონაბერი სიო დაბერავს,

მყუდრო ეზოებს სულს ჩაუდგამს, აახმიანებს.


რა დაუკარგავს ჩემს კახეთს იერს,

ნიჭს დათმენის და ჭირში გატანის,

რამ დაუძველოს ლხინი, პურ-ღვინო,

ან სიხარული ჭერში ატანის.


დღეს თუ შორიდან მონატრებით ვეალერსები,

გამხდარა ჩემი სუნთქვა, სულის გადასახედი...

გმირობისა და რაინდობის თბილი აკვანი,

უფლის ხატივით მირონცხებული, ჩემი კახეთი!..

შორენა-ალაზნისპირელიimage

4
252
7-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
252
  
2013, 13 ივლისი, 4:12
ვენაცვალე შენს კახეთს
:) იცოცხლეთ,გაგახაროთ ღმერთმა!..
2013, 9 ივლისი, 14:25
ჩემიც:))გვარი მაქვს იმერული, მაგრამ მეც კახელი ვარ
0 1 4