პოეზია მოგვხედე,უფალო!.. 2013, 1 ივლისი, 0:02 სიცოცხლე კოშმარს დაემსგავსა და
გულმა გაუძლოს რამდენს?..
რაღაცას მაინც უნდა ელოდე
რაღაცის უნდა გწამდეს...
ღრუბლებში დარჩა მაცხოვარი, ფიქრებს მწარე სევდა ახლავს... დადის რამდენი მათხოვარი, რამდენი უსახლკარო ახლა. თეთრით შემოსილი ლაზარე ვერ მალავს ცრემლიან თვალებს. (ღმერთო, მწუხარება გვაკმარე, ვინ გახსნის სამარხის კარებს?!) სატანას ვინ განდევნის სულიდან, ან ღვინოდ ვინ აქცევს წყალს?! ახლა დამსხვრეული სურიდან სისხლსა და ცრემლებსღა ვსვამთ. ვინ მოგვარჩინოს და გვიწამლოს, მალამოდ ვინ დაედოს იარას?!. უფალო, იქნებ შენ გვიწამო- ჩვენს თავზე მრავალმა სასჯელმა გაიარა. უნდა გვაპატიო ევას შეცოდებ, კაენის საშინელი ღალატი. უფალო!..შენი ერი არ გეცოდება? მფარველი აღარ გვყავს არავინ. უნდა გვაპატიო იუდას დაცემა, გოლგოთა, რისხვა და ჯვარი, უნდა გვაპატიო იესოს გაცემა, უნდა შეგვარჩინო ჯავრი. ამდენი ცოდვები უფალო, ძნელია, სინდისი გვქენჯნის და ვწუხვართ... ღმერთო, გაგვითენე, ქვეყანა ბნელია, - უშველე წაქცეულ მუხას. მოხედე შენს მიერ დალოცვილ სამყაროს, უშველე დარდსა და ვარამს, ერთხელაც მოგვხედე, მეუფევ მაღალო, არ გავიმეორებთ არა, არ გავიმეორებთ ბაზალეთს, წიწამურს, ავკაცის ხელიდან გასროლილ ტყვიას... ამ ერთი მუჭა ერს, იქნება იწამო, - შენი ქართველობა ჰქვია!.. შორენა-ალაზნისპირელი (1998 წ.) 30 9-ს მოსწონს
|