x
image
ხათოხათო
დაკარგული ქალაქები,რომლებმაც ჩვენამდე უვნებლად მოაღწია
მაჩუ-პიკჩუ


imageროცა 1911 წლის 24 ივლისს არქეოლოგმა ჰაირემ ბინგჰემმა აღმოაჩინა ქალაქი, იქ ადგილობრივი გლეხები მშვიდად ცხოვრობდნენ. მათი აზრით, მხოლოდ ამ მთებში დაკარგულ ადგილას იყო შესაძლებელი მშვიდი ცხოვრება და ამიტომ ამდენი ხნის მანძილზე, ამ ქალაქის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ბინგჰემს ნამდვილად "გაუმართლა", ეს რომ სათავგადასავლო წიგნი ყოფილიყო, მას ალბათ ცოცხალს არ დატოვებდნენ.image

მაჩუ-პიკჩუ მდებარეობს დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე, 2400 მეტრის სიმაღლეზა, ქედის ძირში გადის მდინარე ურუბამბა. 2007 წელს მაჩუ-პიკჩუს "მსოფლიოს ახალი საოცრება" ეწოდა.ქალაქში არის 200 შენობა-ნაგებობა, სადაც ცხოვრობდა და საქმიანობდა 1200 ადამიანი. დასავლეთ ნაწილში კარგად ჩანს მთავარი ტაძარი, მის მოპირდაპირედ საცხოვრებელი კვარტალია ორსართულიანი სახლებით, მათი დამაკავშირებელი ქუჩებითა და კიბეებით.

ითვლება, რომ ქალაქი ინკების ძველისძველ იმპერიას ეკუთვნოდა, მას ხშირად "ქალაქს ზეცაში" ეძახიან. მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, რადგან ესპანელმა კონკისტადორებმა აქ ვერ შემოაღწიეს და ვერ დაანგრიეს ქალაქი, მის შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი.image


სკარა-ბრეი

image ერთხელ, 1850წელს შოტლანდიის ნაპირებთან ძლიერი შტორმის შემდეგ სანაპიროზე... მიწიდან "ამოვიდა" ნეოლითის ხანის ქალაქი სკარა-ბრეი, რომელიც დალექილ ქანებში იყო დამარხული.image

ძირითადი გათხრები 1926 წელს დაიწყო. შენობების კედლები ქვიშაქვისგან იყო ნაშენები, სახურავი კი-ხის და რა თქმა უნდა არ შემოინახა.

მიუხედავად ამისა, ეს ნეოლითის ხანის უმსხვილესი და მეტ-ნაკლებად უვნებლად შემონახული ნაგებობაა.სახლებში არქეოლოგებმა იპოვნეს ქვის ნივთები-ტანსაცმლის და ჭურჭლის კარადები, სკამები.image

პომპეი

image1689 წელს იტალიაში ჭის თხრის დროს, შემთხვევით წააწყდნენ ნანგრევებს წარწერით "პომპეი". არქეოლოგიური გათხრები 1748 წელს დაიწყო რ.ჯ.ალკუბერეს ხელმძღვანელობით.

დღეისათვის დადგენილია, რომ ქალაქი დაარსეს ძველმა ოსკებმა ჩ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში, ქალაქი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ვულკანური მასის ქვეშ დაიმარხა, ნაწილი კი ამოფრქვევამდე რამდენიმე წლით ადრე ძლიერი რყევების გამო დაინგრა. ჩ.წ.აღ-მდე 79 წელს ქალაქი რამდენიმე მეტრი ფერფლის ქვეშ დაიმალა. ზუსტად ამის გამო ჩვენამდე, თითქმის უცვლელი სახით მოაღწია.

პომპეიში შემონახულია ქუჩები, რომლებიც სახლებს მნიშვნელოვან ადგილებთან აკავშირებდა. image
კარგად ჩანს რამდენიმე ტაძარი და ფორუმი-

ყველაზე დიდი და მთავარი ადგილი ქალაქში, არის აგრეთვე ამფითეატრები და საწარმოო შენობები.კედლებზე ნახატებიც კია შემონახული.

დღეისათვის პომპეის 20-25% ჯერ კიდევ გამოუკვლეველია.image

3
246
12-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
246
  
2013, 27 ივლისი, 16:40
უვნებლად ნამდვილად არ მოღწეულა მაგრამ, დროს საკმაოდ გაუძლო
2013, 25 ივლისი, 20:48
კარგი სტატიაა ხათუნა
2013, 25 ივლისი, 20:21
უვნებლად როგორ მოაღწიეს, როცა ნახევარი ქალაქები დანგრეულია? :) ამას უვნებელი ჰქვია? :)
0 1 3