სხვა დაკარგული ქალაქები,რომლებმაც ჩვენამდე უვნებლად მოაღწია 2013, 25 ივლისი, 17:42 მაჩუ-პიკჩუ
როცა 1911 წლის 24 ივლისს არქეოლოგმა ჰაირემ ბინგჰემმა აღმოაჩინა ქალაქი, იქ ადგილობრივი გლეხები მშვიდად ცხოვრობდნენ. მათი აზრით, მხოლოდ ამ მთებში დაკარგულ ადგილას იყო შესაძლებელი მშვიდი ცხოვრება და ამიტომ ამდენი ხნის მანძილზე, ამ ქალაქის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ბინგჰემს ნამდვილად "გაუმართლა", ეს რომ სათავგადასავლო წიგნი ყოფილიყო, მას ალბათ ცოცხალს არ დატოვებდნენ. მაჩუ-პიკჩუ მდებარეობს დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე, 2400 მეტრის სიმაღლეზა, ქედის ძირში გადის მდინარე ურუბამბა. 2007 წელს მაჩუ-პიკჩუს "მსოფლიოს ახალი საოცრება" ეწოდა.ქალაქში არის 200 შენობა-ნაგებობა, სადაც ცხოვრობდა და საქმიანობდა 1200 ადამიანი. დასავლეთ ნაწილში კარგად ჩანს მთავარი ტაძარი, მის მოპირდაპირედ საცხოვრებელი კვარტალია ორსართულიანი სახლებით, მათი დამაკავშირებელი ქუჩებითა და კიბეებით. ითვლება, რომ ქალაქი ინკების ძველისძველ იმპერიას ეკუთვნოდა, მას ხშირად "ქალაქს ზეცაში" ეძახიან. მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, რადგან ესპანელმა კონკისტადორებმა აქ ვერ შემოაღწიეს და ვერ დაანგრიეს ქალაქი, მის შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი. სკარა-ბრეი ერთხელ, 1850წელს შოტლანდიის ნაპირებთან ძლიერი შტორმის შემდეგ სანაპიროზე... მიწიდან "ამოვიდა" ნეოლითის ხანის ქალაქი სკარა-ბრეი, რომელიც დალექილ ქანებში იყო დამარხული. ძირითადი გათხრები 1926 წელს დაიწყო. შენობების კედლები ქვიშაქვისგან იყო ნაშენები, სახურავი კი-ხის და რა თქმა უნდა არ შემოინახა. მიუხედავად ამისა, ეს ნეოლითის ხანის უმსხვილესი და მეტ-ნაკლებად უვნებლად შემონახული ნაგებობაა.სახლებში არქეოლოგებმა იპოვნეს ქვის ნივთები-ტანსაცმლის და ჭურჭლის კარადები, სკამები. პომპეი 1689 წელს იტალიაში ჭის თხრის დროს, შემთხვევით წააწყდნენ ნანგრევებს წარწერით "პომპეი". არქეოლოგიური გათხრები 1748 წელს დაიწყო რ.ჯ.ალკუბერეს ხელმძღვანელობით. დღეისათვის დადგენილია, რომ ქალაქი დაარსეს ძველმა ოსკებმა ჩ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში, ქალაქი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ვულკანური მასის ქვეშ დაიმარხა, ნაწილი კი ამოფრქვევამდე რამდენიმე წლით ადრე ძლიერი რყევების გამო დაინგრა. ჩ.წ.აღ-მდე 79 წელს ქალაქი რამდენიმე მეტრი ფერფლის ქვეშ დაიმალა. ზუსტად ამის გამო ჩვენამდე, თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. პომპეიში შემონახულია ქუჩები, რომლებიც სახლებს მნიშვნელოვან ადგილებთან აკავშირებდა. კარგად ჩანს რამდენიმე ტაძარი და ფორუმი- ყველაზე დიდი და მთავარი ადგილი ქალაქში, არის აგრეთვე ამფითეატრები და საწარმოო შენობები.კედლებზე ნახატებიც კია შემონახული. დღეისათვის პომპეის 20-25% ჯერ კიდევ გამოუკვლეველია. 246 12-ს მოსწონს
|