სიახლეები ჯორჯ ბუშ-უფროსმა თავი გადაიპარსა 2013, 25 ივლისი, 12:13 ყოფილი ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა თავი გადაიპარსა, მან ეს სოლიდარობის და თანადგომის გამსახატად გააკეთა, ამით მას ყურადღების მიქცევა უნდა საზოგადოებისგან და დახმარება გაუწიონ და გვერდში დაუდგნენ ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს. მისი დაცვის წევრის 2 წლის შვილი ლეიკემიით არის დავადებული და სწორედ, ამიტომ გადაიპარსა თავი ჯორჯმა და მისმა დაცვის ყველა წევრმა, ამით ისინი გვერდში დაუდგნენ მეგობარს. 89 წლის ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა გვერდში დაუდგეს პატარა პატრიკს და პატრიკის მამას, მან გააკეთა ფონდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახმარების ხელი გაუწოდოს პატრიკს, ჯორჯ ბუშ-უფროსმა საკმაოდ დიდი თანხა აჩუქა პატრიკს და ამით შესაძლოს ხდის, რომ დაძლიოს ავადმყოფობა. ჯორჯ ბუშ-უფროსი:" მე გვერდში ვუგდავარ ყველა პატარას, მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და გამხნევება და ამით ჩვენ დავამაცხებთ ლეიკემიას". ჯორჯ ბუშ-უფროსი ამერიკის პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში, ამჟამად დაკავებული არის საქველმოქმედო ფონდით, მას გააჩნია საკუთარი ფონდი და ამით მან ბევრ ადამიანს გაუწია დახმარება. 17 შეფასება არ არის
|