სხვა ადამიანი - ცხოველი 2012, 23 სექტემბერი, 8:00 XVI საუკუნეში ლეონარდო დავინჩი ძალიან განიცდიდა ცხოველების ტანჯვას, დავინჩი ამის გამო ვეგეტარიანელი გახდა. ის ყიდულობდა ჩიტებს რომლებიც გალიაში გამომწყვდეულები იყვნენ, რათა ჩიტები გაენთავისუფლებინა.XVIII საუკუნეში ფართოდ განიხილავდნენ ცნობილი ადამიანები ცხოველების უფლებებს. ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია შეიქმნა დიდ ბრიტანეთში 1824 წელს.ინგლისის დედოფალს ვიქტორიას ძალიან უყვარდა ცხოველები. 1822 წელს ინგლისში მიღებული იქნა კანონმდებლობა ცხოველებთან მიმართებით სისასტიკის წინაღმდეგ.სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში ცხოველებზე ატარებენ ექსპერიმენტებს, ევროპულ ქვეყნებში კი უმეტესად აკრძალულია და სასტიკად ისჯება.საქართველოში ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს ან როგორ იარსებებს, როცა არათუ ცხოველების არამედ ადამიანის უფლებებიც კი ირღვევა... ამერიკაში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია შეიქმნა 1856 წელს, მისი დამფუძნებელი იყო ნიუ-იორკის მკვიდრი ჰენრი ბერგი.1986 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით ცხოველებზე აიკრძალა ექსპერიმენტების ჩატარება.მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ცხოველებს აქვთ მაღალ დონეზე განვითარებული გრძნობა და ჭკუა, 150 1-ს მოსწონს
|