ფეხბურთი "სელტიკმა" შესაძლოა საჩივარი შეიტანოს 2013, 22 აგვისტო, 11:50 "სელტიკის" ხელმძღვანელობა შესაძლოა საჩივარი შეიტანოს უეფაში, ცხოველების წამებისთვსი. თამაშის დაწყების წინ, "ასტანის" სტადიონზე ცხოველები აწამეს და რიტუალი ჩაატარეს, მოკლული ცხოველის სისხლი კი სტადიონის საფარზე იყო, ყარაბახის "შახტიორის" გულშემატკივრების ასეთი საქციელი პირველი არ არის და უკვე ტრადიციად იქცა. "სელტიკი" ფეხბურთელები ამ ფაქტით აღშფოთებულები იყვნენ და გარკვეული ზეგავლენა მოახდიან მათ საფეხბურთო განწყობაზე, ფეხბურთელები მოედნის საფარზე ხედავდნენ სისხლს. "შახტიორის" გულშემატკივრებმა მეჩეთიდან მოიყვანეს მოლა, რომელმაც რიტუალი ჩაატარა და სტადიონს სამჯერ შემოუარა, ამის შემდეგ მოედანზე წყლით სავსე ჭურჭელი შეიტანა და ყვლეგან დაასხა, შემდეგ ცხვარი გამოყვანეს და სტადიონის შუაგულზე ყელი გამოჭრეს. ასეთი უაზრო ფაქტით გაკვირვებულები არიან "სელტიკის" ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები. შეგახსენებთ, რომ "სელტიკმა" 2:0 წააგო. "შახტიორის" გულშემატკივრებმა მოლას მადლობა მოუხადეს და საჩუქრად ბურთი გადასცეს. 225 შეფასება არ არის
|