ფეხბურთი კრიშტიანუ რონალდუმ გულშემატკივარს ხელი მოსტეხა 2013, 25 ივლისი, 3:18 უცნაური შემთხვევა მატჩის მეექვსე წუთზე მოხდა.რონალდუ ჯარიმას ასრულებდა, 25 მეტრის მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი აცდა კარს და ახალგაზრდა ინგლისელ გულშემატკივარს ჩარლი სილვერვუდს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. ბავშვმა ვაჟკაცურად გაძლო მატჩის ბოლომდე და მხოლოდ დამთავრების შემდეგ მიმართა სამედიცინო დახმარებას. ექიმებმა მტევნის მოტეხილობა დააფიქსირეს. "რეალის" ფეხბურთელებმა, როცა ეს უბედურება გაიგეს, ავტოგრაფები დაიტანეს რონალდუს მაისურზე, მან კი პირადად გადასცა მაისური ახალგაზრდა თაყვანისმცემელს, რომელიც უზომოდ კმაყოფილი დარჩა. მსგავს სიტუაციაში გასულ წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უეინ რუნიც აღმოჩნდა, როცა სტადიონზე მოთელვის დროს მისი დარტყმული ბურთი 9 წლის გულშემატკივარს მოხვდა ხელში. ბრალის გამოსასწორებლად რუნიმ ბიჭს თავის მაისური გაუგზავნა და Twitter-ში ბოდიში მოუხადა. 72 8-ს მოსწონს
|