x
image
ხათოხათო
სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს
image"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფიციალურად დაადასრურა რომ ალექს ფერგიუსონი სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

"ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს და სერიოზულად ვფიქრობდი, მგონი ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.მე მოხარული ვიქნები, გავხდე კლუბის დირექტორი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩი"-განაცხადა შოტლანდიელმა მწვრთნელმა.

ფერგიუსონი ინგლისურ კლუბს 1986 წელს ჩაუდგა სათავეში, იგი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში.

მასთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედი" 13-ჯერ გახდა ინგლისის პრემიერ-ლიგის ჩემპიონი, ამ სეზონის ჩათვლით, 5-ჯერ მოიგო ინგლისის თასი, 10-ჯერ გახდა ინგლისის სუპერ თასის მფლობელი, ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში (1999, 2008).


სერ ალექს ფერგიუსონის თავკაცობით "მანჩესტერ იუნაიტედს" სულ 49 ტიტული აქვს მოპოვებული.image

1
24
17-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
24
  
2013, 8 მაისი, 19:22
((((((((((((
0 1 1