მსოფლიო ბრიტანეთში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ასაკი დაასახელეს 2012, 21 მარტი, 12:18 5 - 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა. კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა. ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6, 8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი - 7, 3 ქულა5 - 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა. კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა. ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6, 8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი - 7, 3 ქულა. ბრიტანელების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი პენსიაზე გასვლის ასაკი აღმოჩნდა: 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ბედნიერების მაჩვენებელი 7, 8 ქულა დაფიქსირდა, იმავე ასაკის ქალისთვის კი - 7, 65 ქულა. ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ - 7.55, ჰქონდათ იმ გოგონებს, რომელთაც 20 წელი ახლახან შესრულებოდათ. 75 2-ს მოსწონს
|