შოუბიზნესი ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება 2013, 22 ივლისი, 17:49
5 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომაში იმყოფება. მას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზაიანება აქვს. პაციენტი ზონდირებულ კვებაზეა, დედა და ბებია ყოველ 4 საათში აჭმევენ რაც უყვარდა და რისი დაბლენდერებაც შესაძლებელია. ამ 5 წლის განმავლობაში მას ნაწოლები არ გასჩენია, ყოველ 2 საათში მხარს უცვლიან და დღეები ასე გააქვს. ექიმების პროგნოზით, მას აქამდე არ უნდა ეცოცხლა. ჯაბას დედის, მანანა გვასალიას თქმით, ბოლო ერთი კვირაა ჯაბას მდგომარეობა 100%-ით შეიცვალა. მას მგრძნობელობა უბრუნდება. ექიმის რჩევით, ჯაბა ხანდახან უნდა წამოჯდეს, ამისათვის კი სპეციალური საწოლი სჭირდება, რაც საკმაოდ ძვირია და რისი თანხაც მათ არ გააჩიათ. ისინი ნაქირავებ ბინაში ბებიის პენსიითა და კეთილი ხალხის შემოწირულობით ცხოვრობენ. ქალბატონი მანანა იმედოვნებს, რომ ვინმე დახმარებას აღმოუჩენს და საწოლის ყიდვაში დაეხმარება. ეს ჯაბას ნამდვილად სჭირდება, რადგან მისი შესაძლებელია ერთ დღეს "გამოიღვიძოს", ანუ მომენტალურად ყველაფერი აღდგეს, კომიდან გამოვიდეს.
დედას სჯერა, რომ მისი შვილი კომიდან მალე გამოვა, თან იმ სიზმრისაც სჯერა, ჯაბას მეგობარმა რომ ნახა, მას მომღერალი მწოლიარე მდგომარეობაში დაესიზმრა, რომელმაც მოულოდნელად რიცხვი 7 წამოიძახა. ქალბატონ მანანას ღრმად სწამს რომ 7 წლის თავზე ჯაბა კომიდან გამოვა.
უფალმა მალე გამოაჯანმრთელოს ჯაბა ბოჯგუა.
647 9-ს მოსწონს
|