x
image
სანტა-თამო
"ქუჩის ბიჭები" ქართული შოუ-ბიზნესის "აყვავებას" აპირებენ

image


"ქუჩის ბიჭები" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუში იყო საქართველოში. ერთ დროს მათზე ყველა ჟურნალ-გაზეთები წერდა. ბევრს უყვარდა და ბევრიც უსმენდა. თინეიჯერები კი მათი პლაკატებით აჭრელებდა ოთახის კედლებს (მათ შორის მეც). მერ ჯგუში დაიშალა, ირაკლი ნოზაძე ჯგუფიდან წავიდა, რომელიც თავისივე მოსახელემ ჩაანაცვლა. ამას მოჰყვა გურამ ლომიძის უცხოეთში გადასვლაც. მოკლედ, ჩაკვდა ქართული შოუ-ბიზნესი საქართველოში და ჯგუფიც დაიშალა.

თუმცა, ირაკლი და გურამიკო დაბრუნდნენ და ჯგუფი არსებობას ისევ თავიდან იწყებს, ისევ ძევილი შემადგენლობით. სულ ახლახან ჩაწერეს დუეტი "ახალი ხმის" მონაწილე ანი ღონღაძესთან, რომელზეც კლიპიც გადაიღეს და მალე ეკრანებზეც ვიხილავთ. პირველ აგვისტოს კი ბათუმში, პიაცაზე მათი სოლო კონცერტი (ფასიანი) გაიმართება. "ქუჩის ბიჭები" შოუ-ბიზნესის კვლავ აღორძინებასა აპირებენ და ამისათვის დიდი შემართებით ემზადებიან. ვნახოთ, რა გამოუვათ მათ, ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ.

0
54
4-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0