შოუბიზნესი რუსეთში მოღვაწე ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც საქართველოში არ იცნობენ 2015, 29 იანვარი, 17:51
თამთა ლანო - ეს ქართველი ლამაზმანის, რუსეთში მოღვაწე თამთა ჯამალაშვილის სასცენო სახელია. მან თავის დამკვიდრება რუსეთში ყოველგვარი სკანდალის გარეშე, სოლო კარიერით შეძლო. ამჟამად კი დუეტი ჩამოაყალიბა კომპოზიტორ პიოტსმალანოვთან. თამთა არამარტო სიმღერით ცდილობს თავის წარმოჩენას რუსეთში, არამედ სამსახიობო კარიერით. მან რამოდენიმე სერიალში უკვე ითამაშა, რომელთაგან ყველაზე მეტი პოპულარობით "დედინაცვალი" სარგებლობს.
"ჩემი ოჯახის მეგობრებმა მითხრა, რომ ახალგაზრდული სერიალისათვის მსახიობებს ეძებდნენ და კასტინგზე მისვლა მირჩია. ვიფიქრე - ესეც ხომ შოუბიზნესია- მეთქი და ამ სფეროში საკუთარი ძალის მოსინჯვა გადავწყვიტე. მართალია, კასტინგმა კარგად ჩაიარა, მაგრამ როლზე არ დამამტკიცეს, რადგან იმ სერიალში 13-14 წლის ბავშვები სჭირდებოდათ. მითხრეს: ამ ასაკის ბავშვებს არ გავხარო და მირჩიეს; უფრო სერიოზული სერიალის- "დედინაცვალის" კასტინგში მიმეღო მონაწილეობა.ასეც მოვიქეცი. კასტინგმაც იქაც წარმატებით ჩაიარა და როლზეც დამამტკიცეს" - ამბობს თამთა "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
257 1-ს მოსწონს
|