თავის მოვლა პატარ-პატარა რჩევები 2013, 21 ივლისი, 21:26 ![]() ![]() გოგრა დაგეხმარებათ არამარტო არასასიამოვნო შეგრძნებებისგან განთავისუფლებაში, არამედ შეამცირებს სიწითლეს და დაგირბილებთ დაჭიმულ კანსაც. გახეხეთ გოგრის რბილობი სახეხზე და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. გახეხილ გოგრა რომ არ გამოშრეს, დააფარეთ დოლბანდის საფენი და ისე შეინახეთ. ![]() ბანანი საუკეთესო საშუალებაა სიწითლისკენ მიდრეკილი, მშრალი კანის სამკურნალოდ. აიღეთ ნახევარი ბანანი, კარგად დასრისეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე სქელი ფენა და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ![]() ყურძნის რბილობში, წვენსა და წიპწებში არის ისეთი ნივთიერებები, რომელიც შეუცვლელია სახის კანის დამატენიანებელი საშუალების მოსამზადებლად. აიღეთ ყურძნის მარცვლები, გააცალეთ კანი და სახე რბილობით გაიწმინდეთ. 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. 241 14-ს მოსწონს
|