სხვა სიკვდილით დასჯის სახეები 2013, 17 ივლისი, 23:09 დღევანდელ მსოფლიოში არის ხალხი ვინც სიკვდილით დასჯის მომხრეა, ასევე არის საპირისპორო აზრის მქონე ხალხიც ვინ ამას ამაზრზენ და სასტიკ ქმედებად მიიჩნევს. თუმცა სწორად რომ გავერკვეთ, ის ვინც სიცოცხლე წაართვა სხვა ადამიანს, მასაც იგივე ბედი უნდა ეწიოს, თუმცაღა ეს ადამიანების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. განვიხილოთ, თუ რა სახის სიკვდილით დასჯაა ჯერ კიდევ მიღებული ზოგიერთ ქვეყანაში. ![]() დახვრეტა დახვრეტა - ყველაზე გავრცელებული სიკვდილით დასჯის მეთოდია, რომლის დროსაც ხდება მსჯავრდებულის ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოსალმება. სიკვდილით დასჯის ეს სახეობა დიდი ხნის განმავლობაში იყო მიღებული ოფიციალურად ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასჯა ოფიციალურად ხდებოდა გასროლით კეფის არეში. დახვრეტით სიკვდილით დასჯა დღემდე მიღებულია რუსეთში, თუმცა მას აღარ იყენებენ 1996 წლიდან. ხოლო, ბელარუსიაში, კორეაში, ჩინეთში და ამერიკაში, კერძოდ ოკლაჰომას შტატში ამ სახით სიკვდილით დასჯა დღემდე მიღებულია. ![]() ჩამოხრჩობა ჩამოხრჩობა - სახეობაა სიკვდილით დასჯის, რომლის დროსაც მსჯავრდებულს კისრის არეში მოუჭერენ ბაწრის მარყუჟს და ასე ჰკიდებენ რამდენიმე წუთის გამნავლობაში სანამ სიცოცხლის ნიშნები არ გაქრება. ამჟამად სიკვდილით დასჯის ეს სახეობა მიღებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, იაპონია, ირანი, ერაყი და ამერიკის რამოდენიმე შტატი. ![]() ქვებით ჩაქოლვა სიკვდილით დასჯის ეს სახეობა არსებობდა ჯერ კიდევ უძველესი იდუეის და უძველესი საბერძნეთის დროიდან. იგი მდომარეობს შემდეგში, ბრალდებულს სროდნენ ქვებს მანამ სანამ არ მოკვდებოდა. თანამედროვე მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ეს სახეობა არის მხოლოდ ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში. ![]() სასიკვდილო ინექცია სიკვდილით დასჯის ეს სახეობა მდგომარეობს შემდეგში, რომ მსჯავრდებულის ორგანიზმში შეჰყავთ შხამის ნარევი. თუ მსჯავრდებულს შეუფარდეს სიკვდილთ დასჯა წამებით, მაშინ მის ორგანიზმში შეჰყავთ შხამთან ერთად შხამის ანტიდოტი, რათა მსჯავრდებული ნელ-ნელა მოკვდეს. სასიკვდილო ინექციას იყენებენ ამერიკის ბევრ შტატში, ჩინეთში, ფილიპინებში და ასევე ტაილანდში, თუმცა ამერიკაში ეს მეთოდი შეცვალა უფრო ჰუმანურმა სიკვდილით დასჯის მეთოდმა, როგორიცაა - ელექტრო სკამი. ![]() ელექტრო სკამი ელექტრო სკამი - მოწყობილობაა, რომლის დროსაც მსჯავრდებული მიჯაჭვულია სავარძელში და რამდენიმე წუთში იგი კვდება, იმის გამო, რომ მის სხეულში გაივლის მაღალი ელექტრო ძაბვა. სიკვდილით დასჯის ეს ფორმა გამოიყენება ამერიკის ექვს შტატში ესენია: ფლორიდა, კენტუკი, ალაბამა, სამხრეთ კაროლინა, ვირჯინია და ტენესი. ![]() გაზის კამერა სიკვდილით დასჯის მეთოდი რომლის დროსაც მსჯავრდებულს შეუშვებენ იზოლირებულ კამერაში, რის შემდეგაც კამერაში უშვებენ მომწამვლელ გაზს. მიღებულია ამერიკის რამოდენიმე შტატში. 1316 2-ს მოსწონს 1-ს არა
|