მოგზაურობა საუკეთესო სასტუმრო მსოფლიოში 2013, 17 ივლისი, 12:28 ტურისტულმა გამომცემლობამ Travel+Leisure გამოაცხადა არც ისე დიდი სასტუმრო-ბანაკი Mombo, რომელიც მდებარეობს ბოსტვანაში, მდინარე ოკავანგოს სანაპიროზე, საუკეთესო სასტუმროდ მთელს მსოფლიოში. მან მიიღო 96, 6 შესაძლო 100 ქულიდან.
სასტუმროს მართლაც არ ჰყავს ბადალი - ის გთავაზობთ ყველანაირ კომფორტს ამ ულამაზესი ველური ბუნების შუაგულში. ის ისეა მოწყობილი, რომ გამოყენებული იქნას არსებული ლანდშაფტის ყველა უპირატესობა: გარე აუზები ჩანჩქერის ძირში, სადილები სუფთა ჰაერზე და რამდენიმე ნაკვეთი ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად. ნომრების ღირებულება არც ისე იაფია, ერთი ადამიანი ერთი ღამით იწყება 1750$-დან. მასში შედის ყოველდღიური ექსკურსიები სასტუმროს შემოგარენში, საჭმელი და სასმელი. სასტუმროში ყოფნისას უმეტეს დროს დამსვენებლები ატარებენ გარეთ, სუფთა ჰაერზე. მრავლობითი ბაღები, დასაკვირვებელი პლატფორმები, რომლებიც პატარა მიწიდან (ან წყლიდან) ამაღლებული ბილიკებითაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს გაძლევთ საშუალებას დატკბეთ და დააკვირდეთ ველური ბუნების ცხოვრებას უსაფრთხო სიმაღლიდან. გარეულ ცხოველებს შეგიძლიათ დააკვირდეთ პირდაპირ სასტუმრო Mombo-ს თქვენივე ნომრიდან. კარვების დიდი ფანჯრებიდან თავისუფლად შეგიძლიათ დააკვირდეთ: ლომების, ზებრების და სხვა გარეული ცხოველების ცხოვრებას. კარვებში ისეა ყველაფერი მოწყობილი, როგორც ძირითადი სასტუმროს ნომრებში.ფანჯრიდან ხედი მდინარეზე, მდიდრული აბაზანა, საშხაპე და მოსასვენებელი ოთახები. სააბაზანოდანაც კი ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს ტერიტორიაზე განლაგებულია სასაუზმე ფართები - ეს ყველაფერი გარეთ, სუფთა ჰაერზე. სტუმრებს შეუძლიათ ისაუზმონ და თან დააკვირდნენ ზებრებს. ან შეუკვეთოთ რომანტიული ვახშამი სუფთა ჰაერზე. ადგილობრივი მზარეულები მოგიმზადებენ ნებისმიერ სასურველ კერძს. საღამოს სტუმრებს შეუძლიათ დააკვირდნენ ველურ ბუნებას მაღალი ვერანდებიდან, კოცონის ირგვლივ შეკრაბისას. ყოველდღე ეწყობა ექსკურსიები, რის დროსაც სტუმრებს შეუძლიათ ნახონ: ლეოპარდები, მარტორქები, ბიზონები და სპილოები ველურ ბუნებაში. და სხვა ცხოველები - მაგალითად ჰიპოპოტამები. სასტუმროში ასევე არის დიდი მეუზეუმი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მეტი გაიგონ ცხოველების შესახებ. 130 4-ს მოსწონს 1-ს არა
|