x
image
ბატონოგედი
"თავისუფლება მთებშია"
განძი სკივრში არაა, თავგადასავალია განძი. მისი ძებნის პროცესი.

განძი მთის წვერზე არაა, მთაა განძი. მთის წვერზე სიკვდილია, ფინიში, გზის ბოლო. სიბრძნე ისეთ ადამიანებშია სწორი მზერითაც რომ არ შეხედავ. გონიერება ზომიერებაა. ამაყ ხევსურებში, დაჭრილ მტერს რომ მეორედ აღარ ესროდნენ.

image

მარტოობა მასაში და სიუხვე ერთ


ადამიანში. ზღვა მახრჩობელა და წყარო მაცოცხლებელი. მზერა ტკბობა და შემეცნებაა. სამყარო აღმოჩენებითაა სავსე. ყოველ დღე ახალ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ საკუთარი უმეცრებაში. ბარში არეული, ერთფეროვანი სიჭრელე. მთაში ჭრელი ფერების მწყობრი სინატიფე ხევსურის ტალავარზე. გზატკეცილებზე მრავალფერი ბილბორდების ერთფეროვნება და ბილიკებზე მწვანე ფერთა ამბოხი. მთაში შენ ხარ, ბარში ყველანი. ალბათ ამიტომაცაა თავისუფლება მთებში.

0
45
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0