x
image
ხათოხათო
მსოფლიოში პოპულარული რუბიკის კუბიკი და მისი გამომგონებელი-ერნე რუბიკი
image13 ივლისს ერნე რუბიკს-მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თავსატეხის-რუბიკის კუბიკი გამომგონებელს 69 წელი შეუსრულდა.

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში ღამეები არ ეძინა და ხელიდან არ უშვებდა ამ "მრავალფეროვან" კუბიკს. ერნე რუბიკი მხოლოდ გამომგონებელი არაა, ის სკულპტორი და უნივერსიტეტის პროფესორია, სხვათაშორის კუბიკი თავიდან, როგორც სასწავლო თვალსაჩინოება ისე შეიქმნა.

გამოგონება 1975 წელს დაპატენტდა და პირველად მას ერთი პატარა კოოპერატივი უშვებდა ბუდაპეშტში. 1980 წლის მაისში კუბიკის მილიონიანმა პარტიამ imageროგორც იქნა ჩააღწია ამერიკაში, მისი პრემიერა შედგა ჰოლივუდში 5 მაისს. სათამაშოს წარმოების ლიცენზია იყიდა კომპანიამ Ideal Toy Corporation და მანვე მისცა ეს დასახელება-Rubik's Cube(რუბიკის კუბი). შემდგომში ეს დასახელება მთელ მსოფლიოზე გავრცელდა, თუმცა უნგრეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ჩინეთში მას "მაგიურ კუბს" ეძახიან, ხოლო ივრითულად "უნგრულ კუბს".

1982 წელს ბუდაპეშტში ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რუბიკის კუბის აწყობაში, გამარჯვებული გახდა ვიეტნამური წარმოშობის ამერიკელი სტუდენტი მინ ტაი, რომელსაც მხოლოდ 23 წამი დაჭირდა.


imageდღეისათვის ეს რეკორდი ჰოლანდიელ ერიკ აკერსჯიკს ეკუთვნის და ის 7, 08 წამია. სხვათაშორის თვითონ რუბიკმა ვერაფრით მოახერხა ამ თავსატეხის ერთ წუთზე ნაკლებ დროში აწყობა.

ინგლისელი ფსიქიატრების დაკვირვებით ადამიანებს რომლებიც ვერ ახერხებდნენ რუბიკის თავსატეხის აწყობას ბრაზდებოდნენ და მისი დამტვრევის სურვილი უჩნდებოდათ. ზუსტად ასეთი არამყარი ფსიქიკის ადამიანებისთვის გამოუშვეს პლასტმასის ნაჯახები, რომლებიც კუბის "დასასჯელად" გამოიყენებოდა.image

30 წლის მანძილზე გაიყიდა 350 მილიონზე მეტი "რუბიკის კუბი", რამაც იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სათამაშოდ აქცია მთელ მსოფლიოში, მისი გამომგონებელი კი- მაშინდელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების პირველ ოფიციალურ მულტიმილიონერად.

დღეისათვის ერნე რუბიკი მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად ბუდაპეშტის გარეუბანში ცხოვრობს, მონაწილეობს ვიდეო თამაშების შექმნაში, წერს სტატიებს არქიტექტურაზე და რუბიკის სტუდიის ხელმძღვანელია. ჩრდილში ცხოვრებას ამჯობინებს და კატეგორიულად არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან.

image

13
374
12-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
374
  
2013, 14 ივლისი, 21:23
:D :D ყოჩაღ მაგარი მეთოდისთვის მიგიგნია...
2013, 14 ივლისი, 21:18
მე ბევრჯერ ვცადე, ბოლოს ნაჯახი რომ ვერ ვიშოვე, ჰუმანური გზა მოვნახე: დავშალე ფერები ერთად დავაწყე და ისე ავაწყე :)
2013, 14 ივლისი, 21:17
არვიცი რა გითხრა აბაა...მე არც არასდროს ამიწყვია...
2013, 14 ივლისი, 21:16
მართალი ხარ, ნაჯახი ჯობია :)
2013, 14 ივლისი, 21:15
შვიდ წამში ეს როგორ უნდა ააწყო
2013, 14 ივლისი, 20:07
ლოგიკური სათამაშოა ნამდვილად...
2013, 14 ივლისი, 20:03
სტუდენტობის დროს ვერთობოდით. გართობაზე მეტად აზარტს გავდა ისე...მთელი კომბინაციები სჭირდებოდა ასაწყობად. სანამ არ გავერკვიე და ვისწავლე, საათობით ვწვალობდი.:)
2013, 14 ივლისი, 20:00
ყოჩაღ:)))) სულ ალბათ ხუთჯერ მჭერია ხელში...
2013, 14 ივლისი, 19:58
7 წამში ვერა, მაგრამ 1,5 წუთში ვაწყობდი წლების წინ.კარგა ხანია, ხელსი აღარ მომხვედრია.:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10