კოსმეტოლოგია კოსმეტოლოგი გირჩევთ 2013, 11 ივლისი, 22:31 თაფლი - თქვენი სილამაზის
საიდუმლო
ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა კოსმეტიკური მალამოების, ნიღბებისა და სხვა საშუალებისათვის თაფლს იყენებდა. ამიტომ, ჰქონდა სახის კანი ხავერდოვანი. ნაოჭების გასასწორებლად: 1 ს/კ თაფლი გათქვიფეთ კვერცხის გულში, სისქისათვის დაუმატეთ ცოტაოდენი “ჰერკულესი''. 5 წთ.-ის განმავლობაში ამ მასით დაიზილეთ სახე და ყელის მიდამოები. გაიჩერეთ 10 წთ. და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ყოველდღიურად 10-წუთიანი თაფლის ნიღაბი აქრობს ფერისმჭამელებს. თუ გსურთ, რომ ხელის კანი ნაზი გქონდეთ, ღამით წაისვით თაფლი და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები. ცხიმიანი კანისთვის ლიმონის ნიღაბი ასუფთავებს ფორებს, ათეთრებს კანს და კვებავს მას. ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე და შეურიეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი, დაუმატეთ ერთი ს/კ ჰერკულესი და მიღებული მასა სქლად დაიდეთ სახესა და ყელზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩაის ბაცი ნაყენით. 243 5-ს მოსწონს
|