x
image
natia.a
რეკლამა, რომელსაც პირდაპირ ტვინში "ჩაგვიტვირთავენ"
image























გერმანულმა ფასიანმა სატელევიზიო ოპერატორმა Sky Deutschland-მა და სარეკლამო კომპანია BBDO-მ გამოიგონეს სრულიად უჩვეულო ტექნოლოგია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, რეკლამის ტრანსლაციას ახდენს პირდაპირ ტვინში. იგი ეფუძნება ე.წ. "ირიბი ხმისგამტარობის ტექნოლოგიას" - ანუ როდესაც ბგერა გადაეცემა პირდაპირ შუა ყურს თავის ქალის ვიბრაციიდან. ამ დროს გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბგერის გამომცემი ჩვენივე თავში იმყოფება.

image

კომპანია Sky-მ ახალი ტექნოლოგიის ტესტირება მოახდინა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებით "Talking Window" (მოლაპარაკე ფანჯარა). მატარებლის ფანჯრებზე მიაერთეს სპეციალური გადამცემი. მისი წყალობით, როდესაც მგზავრი თავს მიადებდა ფანჯარას, ესმოდა ხმა, რომელიც სთავაზობდა სმარტფონში პროგრამა Sky Go-ს ჩატვირთვას.


image























ვიდეო, რომელიც Talking Window-ს სახელწოდებით შექმნილ ტექნოლოგიას ასახავდა, აჩვენეს გასულ თვეში კანის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე. მნახველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალმა ტექნილოგიამ აღაშფოთა.


"ეს მავნებელია ჯანმრთელობისთვის."


"ზოგჯერ უბრალოდ გინდა დაღლილ-დაქანცულს ტრანსპორტში მიადო თავი ფანჯარას და დაისვენო. არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ ამ დროს რეკლამას "ჩაგიტვირთავენ" ტვინში".


"ასეთი რამეები აკრძალული უნდა იყოს!"


ასეთი აზრის იყო მნახველთა უმეტესობა.


მიუხედავად ამისა, კომპანია Sky-ს ოფიციალური საიტის თანახმად, პროექტ Talking Windows-ს ავტორები თვლიან, რომ ამ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს.


იხილეთ ახალი სარეკლამო ტექნოლოგიის დემონსტრირების ვიდეომასალა:



0
118
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0