სხვა საინტერესო ფაქტები პროსტიტუციაზე 2013, 10 ივლისი, 2:12 პროსტიტუცია, როგორც იცით, უძველესი პროფესიაა,
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს პროსტიტუციის ისტორიიდან:
1. ძველად მიაჩნდათ, რომ ქალღმერთი აფროდიტე კურტიზანი ქალი იყო, ამიტომ მის შესახებ დაწერილ დრამებში აუცილებლად ფიგურირებდა რამდენიმე საკრალური კურტიზანი ქალი. 2. ბაბილონში ეკლესიაში "სიყვარულის მსახური ქალები" საკმაოდ პატივსაცემად ითვლებოდნენ. თანაც, ყველა ბაბილონელი ქალი ცხოვრებაში ერთხელ ვალდებული იყო აფროდიტეს სახლში უცხოელს ფულის გამო დანებებოდა. 3. პირველი, ვინც პროსტიტუციისთვის გადასახადი დააწესა ბერძენი კანონმდებელი სოლონი იყო. მის დროს შეიქმნა პირველი ოფიციალური ბორდელებიც, რომლის შესასვლელთან შიშველი გოგონები კლიენტურის მოზიდვას ცდილობდნენ. 4. მეძავების ელიტად ჰეტერები ითვლებოდნენ. სიტყვა "ჰეტერა" მეგობარს ნიშნავს, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული ჭკუითა და სილამაზით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ჰეტერა ასპასია პერიკლეს მეუღლე გახდა და მისი სახლი მაშინდელი ათენის ინტელექტუალურ ცენტრად აქცია. 5. 1589 წელს რუსეთში მეძავებს შეურაცხყოფისთვის ფულადი კომპენსაცია დაუნიშნეს. 6. 1649 წელს პროსტიტუციის დევნა დაიწყეს, 1728 წელს კი სიტყვა "მეძავი" შეურაცხმყოფელი გახდა. 7. ევროპელი "გულწრფელი კურტიზანები" რამდენიმე მდიდარი ადამიანის მფარველობის ქვეშ იყვნენ. ზოგიერთი მათგანი კეთილშობილი წარმოშობის იყო და ქმრებიც ჰყავდათ, მაგრამ მათ ქმრებს კლიენტებზე დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ. 8. გეიშა არ ნიშნავს მეძავს. ეს ტანსაცმლითაც ადვილი შესამჩნევია, მეძავები ქამარს წინ იკრავდნენ, რათა დღეში რამდენჯერმე ადვილად გაეხსნათ, გეიშებს კი ქამარი უკან ჰქონდათ სპეციალური კვანძით შეკრული, რომლის გახსნაც სხვისი დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო. 9. პროსტიტუციას მუსულმანურ ქვეყნებშიც ვხვდებით, ძირითადად შიიტებთან. პროსტიტუცია ფორმალურად დროებით ქორწინებად ითვლება -"მუტა" - ქორწინება ერთი ღამით, რაც სექსისა და "მახრის" ანუ საქორწინო საჩუქრის უფლებას იძლევა. 10. ძველ რომში ქალი, რომელსაც პროსტიტუციით სურდა დაკავება, ვალდებული იყო მაგისტრებთან მისულიყო და სპეციალური დოკუმენტი- "ლიცენზია სტუპრი" მიეღო. ამ ლიცენზიის მისაღებად ხშირად სენატორთა შვილებიც კი მიდიოდნენ, რის გამოც იმპერატორმა გამოცდა კანონი, რომლის მიეხდვით კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენლებს მეძავობა ეკრძალებოდათ. მაშინდელ რომში გავრცებული ჭორების მიხედვით, იმპერატორის ცოლი კლავდია "მძაფრი შეგრძნებების" გამო ღამღამობით ერთ-ერთ ბორდელში მეძავად მუშაობდა. 195 2-ს მოსწონს
|