x
image
ვახოურია
უვადო თავისუფლების აღკვეთა მამაკაცის კასტრაციისთვის

image50 წლის ქალმა თავისი მერკანტილური ინტერესის გამო თავის ქმარს მოაჭრა მამაკაცური ღირსება, ეს მოხდა კალიფორნიაში. მასზე შედგა ვანდალიზმის აქტი და შეუფარდეს სამუდამო პატიმრობა. 28 ივნისს იყო სასამრთლო, რომელზეც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ქეთრინ კიუს მაინც ექნება შანსი მოითხოვოს სასჯელის შემცირება მხოლოდ 7 წლის შემდეგ, გვაცნობებს CNN.

გამოძიების მონაცემებით, 2011წლის ივლისში ქეთრინ კიუმ ქმართან ჩხუბის შემდეგ, ჩაუყარა მას საჭმელში საძილე საშუალება, რის შემდეგაც მიაბა ქმარი საწოლზე ხელებით და ფეხებით ვარსკვლავის პოზაში. მას შემდეგ, რაც მამაკაცმა გაიღვიძა და საძილე საშუალების შემდეგ შეძლო რეალობის აღქმა, ქეთრინმა მოაჭრა მას სასქესო ორგანო დანით, ამის შემდეგ მოჭრილი ორგანო ჩააგდო მან მიქსერში და დაუწყო ქმარს ჩხუბი, ეს ყველაფერი კი ხდებოდა დაზარალებულის თვალწინ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოუძახა ქალბატონმა სასწრაფოს, რადგან მომხდარისგან შოკში ჩავარდნილი მისი ქმარი სისხლისგან არ დაცლილიყო.

იმ მომენტისთვის როცა ეს დანაშაული მოხდა მეუღლეებს შორის მიდიოდა გაყრის პროცედურები: მსჯავრდებულის ქმარს უკვე 2 თვით ადრე ჰქონდა განქორწინებაზე შეტანილი განცხადება.

29 აპრილს ქეთრინ ქიუ სცნეს მსაჯულებმა დამნაშავედ წამებასა და დასახიჩრებაში დამამძიმებელი გარემოებებით. მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ქალი განიცდის ფსიქიკურ დარღვევბს და მათ შორის დეპრესიას. თავისმხრივ, მისი ყოფილი ქმარი რომლის ვინაობასაც არ დასახელებულა, თავადაც ხვდებით ალბათ რატომაც, აცხადებს რომ მან დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი თვითმყოფადობის. "მან შეძრა ჩემი სიკეთის რწმენა, მან უღალატა ჩემს ნდობას ადამიანების მიმართ"- განაცხადა დაზარალებულმა თავისი ყოფილი მეუღლის შესახებ.

2
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ვახოურია
ვახოურია
37
  
2013, 10 ივლისი, 11:29
ასეტები ხართ ქალები ;)
2013, 9 ივლისი, 16:53
საწყალი კაცი :)))))))))))
0 1 2