სხვა თქვენ უფრო ლამაზი ხართ, ვიდრე ფიქრობთ 2013, 9 ივლისი, 13:58
მას შემდეგ რაც გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ქალების 60% -ს საკუთარ გარეგნობაზე ცუდი წარმოდგენა აქვს, კომპანია Dove-მა თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში სწორედ საკუთარი გარეგნობის შესახებ ქალების ამ მცდარ შეხედულებას გაუსვა ხაზი. ვიდეორგოლი 2013 წლის კანის სარეკლამო ფესტივალზე უმაღლესი პრიზის მფლობელი გახდა.
ვიდეოში რამდენიმე ქალი შედის ოთახში, სადაც პასუხობს მისი გარეგნობის შესახებ დასმულ შეკითხვებს. იქვე ახლოს ზის FBI-ს გამოცდილი მხატვარი, რომელიც მათი მონათხრობის მიხედვით ხატავს პორტრეტებს. ქალები გადიან ოთახიდან და იწყება მეორე ეტაპი: ახლა ისინი ერთმანეთს აღწერენ და ამ მონაცემების მიხედვით ახალი პორტრეტები იქმნება. ბოლოს მონაწილეები შეჰყავთ ოთახში, სადაც გამოფენილია ყოველი მათგანის ორი პორტრეტი: ერთი დახატულია საკუთარ თავზე მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე კი - სხვა ადამიანის მიერ მიწოდებული მონაცემებით. მეორე პორტრეტი იმდენად უკეთესია, რომ ზოგიერთ მონაწილეს ბედნიერებისგან ცრემლებიც კი მოსდის. ეს კი რეკლამის სრული ვიდეოვერსია: Dove Real Beauty Sketches You're more beautiful than you think 429 18-ს მოსწონს 2-ს არა
|