სასარგებლო პროდუქტები როგორ გადავაქციოთ საზამთრო ულამაზეს ტორტად (მასტერ-კლასი) 2013, 9 ივლისი, 11:28 ამ სტატიში შემოგთავაზებთ საზმთროსგან ტორტის გამოთლის საინტერესო გზას. მთავარია გქონდეთ მოზრდილი მწიფე საზამთრო, მჭრელი დანა (სასურველია წვეტიანი) და ნებისყოფა. ქვემოთ მოვიყვანთ მოქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ ამსახველ ფოტოებს. უბრალოდ მიყევით ინსტრუქციებს და ნუ დანებდებით.
1. კარგად გარეცხილ საზამთროს ერთ გვერდზე კანს მოვაცლით, როგორც ეს ფოტოებზეა ნაჩვენები. ![]() ![]() ![]() ![]() 2. შუაში წვეტიანი ბასრი დანით ამოვჭრათ წრე და შევეცადოთ კიდეები გავაგანიეროთ. ![]() ![]() ![]() 3. ვიწყებთ ვარდის ფურცლების ამოჭრას, ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ![]() ![]() ![]() ![]() 4. შემდეგ ვაკეთებთ მცირე ჩაღრმავებას, საიდანაც ვიწყებთ ფურცლების მეორე რიგის გამოჭრას. ამ რიგის ფურცლები უფრო გახსნილი უნდა იყოს, ვიდრე პირველის. ![]() ![]() 5. მესამე და შემდეგი რიგის ფურცლები კიდევ უფრო ღია იქნება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 6. შემოვაჭრათ მწვანე კანი დეკორატიულად და გავაფორმოთ ჩვენი "შედევრი". ![]() ![]() ![]() ![]() 7. მოვაჭრათ ქვედა ნაწილი, მოვათავსოთ საზამთრო-ტორტი ლანგარზე და მივართვათ "გაოცებულ" სტუმრებს. ![]() ![]() ![]() ![]() სცადეთ და არ დანებდეთ, ბოლოს და ბოლოს საზამთროს ნებისმიერ შემთხვევაში მიირთმევთ! 1272 9-ს მოსწონს |
გმადლობ კომენტარისთვის.