x
image
t.x.
წითელი ბარათი და ორმაგი მკვლელობა - მსაჯმა მოედანზე მოკლა ფეხბურთელი, მაგრამ ვერც თვითონ გადაურჩა გულშემატკივრებს
imageფანატმა გულშემატკივრებმა მსაჯს თავი იმის მერე მოაგლიჯეს, რაც თვითონ ფეხბურთელს დანა სასიკვდილოდ დაარტყა. შემთხვევა ბრაზილიაში სამოყვარულო მატჩის დროს მოხდა. ძალადობა მოხდა თამაშის დროს რიოს დასავლეთ ნაწილში, როცა 20 წლის ოქტავიო და სილვამ წითელი ბარათი მიანიჭა 30 წლის ჯოსენირ დოს სანტოს აბრეის. ფეხბურთელმა უარი განაცხადა მოედნის დატოვებაზე. წყვილმა იქვე დაიწყო ჩხუბი, მსაჯმა - სილვამ ამოიღო დანა და მიაყენა დაზიანება დოს სანტოს აბრეის. ფეხბურთელი საავდმყოფოსკენ მიმავალი, სასწრაფო მანქანაში გარდაიცვალა. გამძვინვარებული მაყურებელი მოედანზე შეიჭრა. პოლიციის ცნობით, მათ ოთხად გაგლიჯეს მსაჯის სხეული, ხოლო თავი სარზე წამოაცვეს და მოედანზე დაარჭვეს. საშინელი კადრები არსებობს და სილვას დაგლეჯილი სხეულის. მას მოაგლიჯეს ფეხები მუხლებს ქვემოთ და თავი. პოლიციამ დააპატიმრა ეჭვმიტანილი 27 წლის მორაეს ლუის დე სოუზა მკვლელობის ბრალდებით. მორაეს ლუისმა აღიარა მსაჯზე თავდასხმა, მაგრამ მკვლელობის ბრალდებას უარყოფს.

image


ოქტავიო და სილვა


სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას და დამნაშავეთა ძებნას.


პრეს მდივანი ვალტერ კოსა აცხადებს: "ჩვენ გამოვავლენთ ყველა დამნაშავეს და მივცემთ პასუხისმგებლობაში. ერთი დანაშაული არ შეიძლება იყოს გამართლებული მეორით, ეს შტატის კანონს ეწინააღმდეგება".

2014 წელს ბრაზილიაში მეორედ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ეს საზარელი შემთხვევა ალბათ ბევრ გულშემატკივარს გადააფიქრებინებს იქ სტუმრობას.

0
135
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0