x
image
natia.a
როგორ გამოიყურებიან დისნეის მულტფილმების გმირები რეალურ ცხოვრებაში
image



მსოფლიოში მილიონობით გოგონა აღფრთოვანებულია დისნეის მულტფილმების ულამაზესი პერსონაჟებით. თუმცა, როგორც ცნობილია, ანიმაციურ ლამაზმანებს სილამაზის სრულიად სხვაგვარი სტანდარტები ახასიათებთ. დისნეის მშვენიერ პერსონაჟ გოგონებს, როგორც წესი ახასიათებთ: სქელი ტუჩები, უმშვენიერესი გრძელი თმა, დიდი, მეტყველი თვალები და სხეულის არარეალური პროპორციები. მიუხედავად ამისა, ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი, რაპულცენი, ჟასმინი, ქალის სილამაზის ნამდვილ ეტალონებად იქცნენ.


კომპანია Walt Disney Pictures-ის თანამშრომელმა, ამერიკელმა ფოტოგრაფმა და მხატვარმა, რაიან ასტამენდიმ (Ryan Astamendi) შეძლო მულტფილმის გმირები "გაეცოცხლებინა" და ეჩვენებინა მათი რეალური, ადამიანური სახე. მან მოძებნა გოგოები, რომლებიც წარმოუდგენლად ჰგავდნენ მულტფილმის გმირებს და დეტალური გრიმის, შესაბამისი ტანსაცმლისა და აქსესუარების წყალობით, ულამაზეს პერსონაჟებს "სული შთაბერა".


დაათვალიერეთ ფოტოები და თავად ნახეთ მსგავსება.



imageimageimageimageimageimage





0
408
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0