x
image
ბელენაი
ჯადოსნური რეცეპტები წონაში დასაკლებად
დიეტა თავის მოვლასურვილი იმისა, რომ აღნაგობით ცნობილ კინოვარსკვლავს ან ტოპ-მოდელს დაემსგავსოს, ბევრ ქალბატონს ათასნაირი დიეტის ექსპერიმენტისკენ უბიძგებს, მაგრამ იშვიათად უფიქრია ვინმეს, რომ რომელიმე კვების რეჟიმი ყველას არ გამოადგება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, ვთქვათ, ჯულია რობერტსის დიეტის დაცვამ რომელიმე ჩვენგანს სასურველი შედეგი არ მოგვცეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან, დიეტოლოგებს ჯერჯერობით არ შეუმუშავებიათ უნივერსალური მენიუ, რომელიც ყველას მოერგება. თუმცა არის დიეტის რამდენიმე ვარიანტი, რაც შედარებით იოლი დასაცავია და, რაც მთავარია, მათში მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია არა ერთი რომელიმე პიროვნების, არამედ სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურის თავისებურება. გთავაზობთ დიეტის სამ ვარიანტს.


1. სამსაათიანი დიეტა


სახელწოდება მომდინარეობს მისი რეჟიმიდან, ანუ კვებასა და კვებას შორის დაცული უნდა იყოს სამსაათიანი შუალედი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში ჩაირთვება შიმშილისგან დაცვის მექანიზმი. დიეტის პრინციპია, იკვებოთ, მინიმუმ, დღეში 6-ჯერ და, რაც მთავარია: თითეული ლუკმა კარგად უნდა დაღეჭოთ და ყოველთვის სუფრიდან ნახევრად მშიერი უნდა ადგეთ.


მენიუ და რეჟიმი ასეთია:

7 საათი - შავი შოკოლადის პატარა ნატეხი.

10 საათი - 1 პატარა სენდვიჩი ან 1 კვერცხის ომლეტი.

13 საათი - ყველიანი სპაგეტის ერთი მომცრო ულუფა.

16 საათი - კრეკერი.

19 საათი - მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ბოსტნეულის გარნირით.

22 საათი - 1 ცალი ვაშლი ან 1 ცალი მსხალი.

შეგიძლიათ, მენიუ თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ, ოღონდ არ დაარღვიოთ საათობრივი რეჟიმი და არ გაზარდოთ ულუფები.

აუცილებელია ჰანტელებით ვარჯიში და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში სირბილი.

დიეტა დაიცავით ერთი თვის განმავლობაში.


2. უშაქრო დიეტა


პრინციპი - 2 კვირის განმავლობაში მთლიანად ამოვიღოთ ჩვენი რაციონიდან შაქარი და რაფირინებული ნახშირწყლები: კანფეტი, შოკოლადი, პური, მაკარონი, ჩიპსი, ფასტ-ფუდი. მისაღებია ყავისფერი ბრინჯი, სახამებელგაცლილი მაკარონი, საქონლის მჭლე ხორცი, უცხიმო რძე, ყველი “პარმეზანი'', ხილი და ბოსტნეული. ამ დიეტის სისტემა დაფუძნებულია სამჯერად კვებაზე. გაითვალისწინეთ ორი აუცილებელი პირობა: 1) ნუ დანაყრდებით საღამოს 6 საათის შემდეგ და 2) დალიეთ დღეში, მინიმუმ, 1, 5 ლიტრი წყალი (არა ოკეანის).


3. გამწმენდი დიეტა


სამი კვირის განმავლობაში აუცილებელია, თქვენი რაციონიდან ამოიღოთ: წითელი (სისხლიანი) ხორცი, რძის პროდუქტები, ყველანაირი ხილი, გარდა ბანანისა, ცომეული, ალკოჰოლი, შოკოლადი, ჯემი, სოუსები, ძმარი, მდოგვი.

დიეტოლოგები გვირჩევენ, კვების რაციონში შევიტანოთ: სუში, გრილზე შემწვარი ქათამი (კანგაცლილი), მოხარშული თევზი და ჰაერღუმელში “გამომცხვარი'' ბოსტნეული. აუცილებელია დღეში 1 ჩაის კოვზი თაფლის მიღება.

კვება უნდა იყოს ოთხჯერადი, ულუფები - მცირე.

ავტ: ბელენაი

6
1381
6-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
1381
  
2013, 1 აგვისტო, 3:38
ჭორებს არ ვუსმენ ;)
2013, 16 ივლისი, 1:08
დისქავერის არხია TLC სადაც გადის გადაცემა საკვები როგორც მკურნალი :D ხოდა აქ მოვუსმინე ბრიტანელ ექიმს :) ასე რომ შენ მოიძიე უფრო სწორი და სასარგებლო ინფორმაციები :))
2013, 12 ივლისი, 17:16
წყარო? ინფორმაციის
2013, 12 ივლისი, 17:12
გრილზე შემწვარ ხორცი ბრიტანელმა ექიმებმა აკრძალეს.კიბოს გამომწვევ ფაქტორებს შორის შედის.
2013, 8 ივლისი, 12:47
დიეტა არის აგრესიო ორგანიზმზე. წონის დასაკლებად საჭიროა ვისწავლოთ სწორად კვება, რაც პირველ დიეტაში საკმაოდ კარგად არის აღწერილი. რაც შეეხება სირბილს, თუ გვინდა მოვახდინოთ წონის კორექცია და ორგანიზმიც გავიჯანსაღოთ საჭიროა სირბილის 15 ელემენტის შესწავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობას სერიოზულად დავიზიანებთ. აქედან 4 აუცილებელი ელემენტი აღწერილი მაქვს სტატიაში "4 პრაქტიკული რჩევა სწორად სირბილის შესასწავლად". გისურვებთ ჯანმრთელობას!
0 1 6