დიეტოლოგია საზაფხულო დიეტა- დაიკელით მარტივად ბევრი წვალების გარეშე 2013, 15 ივლისი, 11:53 წელის გასახდომი დიეტა საუზმე: 0, 5 საშუალო ზომის ნესვი, 100 გრამი ყველი, 1 ვაშლი. სადილები (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი): 1. 0, 5 საშუალო ზომის ნესვი, 150 გრამი გრილზე მომზადებული თევზი, ბროკოლი; 2. უხეშად დაფქვილი ფქვილის 2 ნაჭერი პური, დაბალკალორიული ბოსტნეულის სალათი, 50გრ. ქათამი (კანის გარეშე), 35 გრ. დაბალკალორიული ყველი. ვახშამი (აირჩიეთ ერთ-ერთი): 1. 125 გრამი გრილზე მომზადებული არაკალორიული სტეიკი, 50 გრამი ბარდა და მოშუშული პამიდორი; 76 გრამი ნებისმიერო ცივი ხორცი, შერეული სალათის დიდი ულუფა; 2.გრილზე მომზადებული 125 გრამი დაბეგვილი ღორის ხორცი, შერეული სალათის დიდი ულუფა. აუცილებელი სავარჯიშოები: ყველაზე კარგად ცეკვა დაგეხმარებათ, თუმცა, ერთ სავარჯიშოსაც შემოგთავაზებთ: ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები წელზე უკან დაილაგეთ. შემდეგ დაიხარეთ ისე, რომ სხეული გვერდზე მიბრუნდეს, მარჯვენა ხელით მარცხენა მუხლს შეეხეთ და მარცხენა ხელით მარჯვენა მუხლს. გაიმეორეთ სავარჯიშო 10-ჯერ. ზაფხულის რეჟიმს შეწყობილი დიეტა 1 დღე - 5 ჭიქა რძე; 2 დღე - 5 ჭიქა მაწონი, 200 გრამი ხაჭო; 3 დღე - 1, 5 კილოგრამი ხილი (ნებისმიერი) ან კიტრი; 4 დღე - 350 გრამი ხაჭო და 5 ჭიქა რძე; 5 დღე - 4 ჭიქა რძე და 250 გრამი შოკოლადი; 6 დღე - 350 გრამი ხაჭო და 4 ჭიქა რძე; 7 დღე - 5 ჭიქა მწვანე ჩაი; 8 დღე - 350 გრამი მოხარშული ხორცი; 9 დღე - 1, 5 კილოგრაი ხილი (ნებისმიერი); 10 დღე - 300 გრამი არაჟანი და 4 ჭიქა რძე; 11 დღე - 5 ჭიქა ნატურალური ხილის წვენი; 12 დღე - 3 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი; 13 დღე - 1, 5 კილოგრამი მოხარშული კარტოფილი; 14 დღე - 1, 5 კილოგრამი პომიდორი ან ხილი (ნებისმიერი); 15 დღე - 3 ცალი მოხარშული კვერცხი; 16 დღე - 200 გრამი ყველი და 1 ნაჭერი შავი პური 17 დღე - 1, 5 ლიტრი გამოხდილი წყალი. გისურვებთ წარმატებებს ! ავტ: ბელენაი 178 5-ს მოსწონს
|