შოუბიზნესი ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა ქალიშვილებთან ერთად ოჯახის ფოტოსესია მოაწყვეს(+ბევრი ფოტო) 2013, 7 ივლისი, 13:45 44 წლის რუსული ესტრადის ცნობილ მომღერალს ლეონიდ აგუტინს ორი ქალიშვილი ჰყავს. უფროსი 17 წლის პოლინა პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბალერინა მარია ვორობიოვასთან, მეორე ქალიშვილი კი 14 წლის ლიზა ასევე რუსეთის ესტრადის ცნობილ მომღერალთან ანჟელიკა ვარუმთან, რომელიც მისი მეუღლეა. პოლინა დედასთან ერთად ცხოვრობდა იტალიაში და ახლა გადავიდა საფრანგეთში. ლიზა კი მის მშობლიურ ქალაქად მაიამის მიიჩნევს.ადრე გოგონები ურთიერთობდნენ სკაიპით. წინა ზაფხული ერთად გაატარეს პარიზში და ძალიან დამეგობრდნენ. ანჟელიკა და ლეონიდი ძალიან გაახარა ამ ფაქტმა, რომ გოგონებს ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი და ისინი ნამდვილი დები არიან. სწორედ ამის დემონსტრირება გააკეთა ოჯახმა ფოტოსესიით, რომ აქვთ ლამაზი, მტკიცე და სიყვარულით სავსე ოჯახი. 1509 7-ს მოსწონს
|