საზოგადოება მოაჭამა თუ არა ? 2013, 6 ივლისი, 13:32 ინგლისის ქალაქ დუვრში მეზობელმა მეზობელს მოაკვნიტა.
კონკრეტულად: ჯეისონ მარტინი (41 წლის) რიჩარდ ჰენდერსონს (39) პენისზე კბილებით ჩაებღაუჭა, რის გამოც საბრალო ჰენდერსონს მისაკერებელი გაუხდა. ამბავი მოხდა 23 ივნისს საღამოს, როცა ჰენდერსონი ფოლკსტოუნ როუდზე (სურათზე) საკუთარ სახლში გამაყრუებლად ხმააწეულ მუსიკას უსმენდა. ჯეისონ მარტინმა, რომელიც უქეიფოდ ბრძანდებოდა და მეზობლის დიმპიტაური ნერვებს უწამლავდა, რიჩარდ ჰენდერსონს ტელეფონით მიუმესიჯა-დაუწიეო. მუსიკის ხრიალში მისტერ რიჩარდმა მესიჯის მისვლა ვერ გაიგო. ეს ხმის დაწევას არ აპირებსო, გაიფიქრა ჯეისონმა, მეზობლის კარს მიადგა და ჰენდერსონი სალაპარაკოდ გარეთ გაიყვანა. ლაპარაკი ჭიდაობით გაგრძელდა და პენისზე კბენით დასრულდა. მისტერ ჯეისონ მარტინი ძალზედ მოხერხებული აღმოჩნდა: რიჩარდ ჰენდერსონის ასო კბილებში მოიგდო და უკბინა. (მოგვიანებით სასამართლოზე დაზარალებულმა თქვა, სენდვიჩივით ჩაიდო პირშიო). ქმრის კივილზე სახლიდან რიჩარდის ცოლი გამოვარდა, მოჩხუბრები გააშველა და სასწრაფოს გამოუძახა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ჯეისონ მარტინს ჰენდერსონის მოკვნეტილი პენისის ფოტოები (როგორც ნივთმტკიცება) აჩვენეს, მარტინმა პენისმკვნეტელობა უარყო : "როგორ მოვაჭამდი, როცა თითქმის არცერთი კბილი არ მაქვს? -თქვა ბრალდებულმა- ორი ქვედა კბილიღა დამრჩენია და ამით მოხარშულ კვერცხსაც კი ვერ ვჭამ. ჰომოსექსუალისტი არ ვარ და ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს, რომ სხვისი ასო პირში ჩავიდო. ამის გაფიქრებაზეც კი გული მერევა". თვალცრემლიანმა დაზარალებულმა მოსამართლეს შესჩივლა, რომ ქირურგმა მოკვნეტილი ნაჭრის მიკერება ვეღარ მოახერხა. სასამართლო გრძელდება. მუსიკას კი მაინცდამაინც ნუ აუწევთ. 48 4-ს მოსწონს
|