საზოგადოება შვილო, მე შენი დედაც ვარ,მამაც, ქმარიც და ცოლიც 2013, 5 ივლისი, 11:20 პენსილვანიის შტატში 65 წლის ჯონმა (სურათზე აგურების წინ, მარცხნიდან პირველი), რომელიც გეი გახლავთ, იშვილა თავისი პარტნიორი გრეგორი (73 წლის), ვისთანაც უკვე 45 წელია, სარეცელს იზიარებს.
ცნობისათვის: პენსილვანიის შტატში ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება ჩვეულებრივს გაუთანაბრა, 30-ზე მეტ შტატში ამას კანონი კრძალავს, რადგან თითოეულ შტატში კანონებს თავის ნებაზე კერავენ. მანამდე თუ მხოლოდ ორნი ცხოვრობდნენ, ახლა ოჯახში 73 წლის "ბავშვიც" გაჩნდა, მაგრამ ამ ბავშვის დედაც და მამაც, თქვა მისტერ ჯონმა, მე ვიქნებიო. რატომ იშვილა ჯონმა გრეგორი? იმიტომ, რომ ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში, უძრავ-მოძრავი ქონება ანდერძით დარჩება მეორეს და ამ მეორეს, ქონების მიღებისთვის მხოლოდ 4 პროცენტიანი ბეგარის გადახდა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ თანაცხოვრება რომ გაგერძელებინათ, 15 პროცენტის გადახდა არ ასცდებოდა. და რატომ არ იშვილა გრეგორიმ ჯონი? გრეგორი ხომ ჯონიზე 8 წლით უფროსია და მამა–შვილობაც უფრო შესაფერისი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ჯონის მამა ჯერ კიდევ ცოცხალია და გრეგორი მამიან ბავშვს ვერ იშვილებდა. გრეგორი და ჯონი სასამართლოზე გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ შტატის კანონი ერთსქესიანთა ქორწინებას დაუშვებს, ჯონი მამობაზე უარს ვეღარ იტყვის გრეგორისთან ქორწინების მიზნით. ეი-ბი-სი (ABC NEWS) ნიუსის ცნობით, გრეგორი და ჯონი პიტსბურგში შეხვდნენ 45 წლის წინ და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. შენიშვნა:(იხილეთ სიმღერა "ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ"). 433 5-ს მოსწონს
|