x
image
ვაჟა ხუციშვილი
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
image

მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტო განყოფილებაში და მეორე დღეს ახალი პასპორტი აიღო.


49 წლის ჩელიაბინსკელს სახელი და გვარი ახალ პასპორტში ასე უწერია : "იეშუა ბენ მარიამ ელ მაშიახ", რაც ნიშნავს - იესო, ძე მარიასი, მესია.


განყოფილების უფროსმა იან გოლდიბაევმა განაცხადა, რომ მოქალაქე პოლუშკინმა უკვე მეხუთედ გამოიცვალა პასპორტი.



(ამ წერილის ავტორისთვის უცნობია, წინა პასპორტებით ვინ იყო პოლუშკინი:ტომი და ჯერი, მიკი მაუსი, მაიკლ ჯეკსონი, დოლჩე და გაბანა თუ რომის პაპი).


გოლდიბაევმა თქვა, რომ ხუთჯერვე, პასპორტის გამოცვლის მიზეზი რელიგიური მრწამსი იყო.


თვითონ მესიამ მედიასთან საუბარში ბრძანა, სულიწმინდასთან მუდმივი კავშირი მაქვს, ეს პასპორტი კი იმისთვის მჭირდება, რომ მისამართზე ჩავეწერო, ვიმგზავრო თვითმფრინავით და მატარებლით და იერუსალიმში სალოცავად წასვლა შემეძლოსო.


ვიაჩესლავ პოლუშკინს ცოლი და 8 წლის ბიჭი ჰყავს, მაგრამ ამბობს, რომ ცოლს გაშორებულია, შვილის არსებობას უარყოფს და თავი მესიად მიაჩნია.


ჩელიაბინსკის ეპარქიის მღვდელმა, მამაო იგორმა პოლუშკინზე თქვა, მიჰქარავს, მთელმა ქალაქმა იცის მაგ კაცის გიჟობის ამბავიო.

25
9056
23-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
9056
  
2017, 22 სექტემბერი, 12:47
ჰაჰააჰააა , გავიგუდეე , რასაც ქვია :დ
2016, 14 ოქტომბერი, 21:10
რა წმინდა და ალალი თვალები აქვს,რა ღვთაებრივი გამოხედვა....ზუგდიდელ იეღოველთა მრევლიდან გამოპარულს გავს....პერერივზე
2015, 27 ივნისი, 19:44
ეშმაკმაცშეგიდოს მაგ მკრეხელობისტვისს :D :D :D:D
2015, 2 ივნისი, 17:32
კაი კაცი ჩანს , არ უნდა იყოს სულელი, უბრალოდ ფსიქიატრიულიდან როგორ გამოექცად ეს მიკვირს, მაგრამ რუსეთში ეგ მოსული პონტია მაყუთი გამაზა უეჭველი.
2015, 16 იანვარი, 23:12
გიჟი თუ ესე თავისუფლად დაფრინავს მიფრინავს მოფრინავს,და ქვეყნიდან ქვეყანაში გადადის,მალადეც ისე ან საიდან აქვს ფული ან საშუალება აქეთ იქით სიარულის საოცარი ამბავიაა
2014, 13 დეკემბერი, 21:56
იაღოვას მოწმე
2014, 25 აგვისტო, 14:01
ეს სასაცილო თემა არაა სერიოზული მკრეხელობაა :(
2014, 25 აგვისტო, 14:00
ღმერთო რა საშინელებააა,,ეს ადამიანი აშკარად ეშმაკებს ყავს შეპყრობილი,,ასეთი რამის თქმა მკრეხელობაა უფლისა ეს ხომ ცინიზმიაა,, ღმერთი ერთია და მოვა დრო და იგი ყველას საკადრისს მოკითხავს,,ამბობენ რომ დაბადებულია ანტი ქრისტე არაა გამორიცხული რომ სწორედ ეს ადამიანი იყოს,,, ნაცნობია რომ როცა ანტი ქრისტე მოვა იგი თავს ღმერთად გაასაღებსს,,, ზოგი მართლა დაიჯერებს და აყვებააა ,, საშინელებაააააა :(
2014, 15 მაისი, 0:30
ნუ განსჯიტ, ცოდვასჰი ფეხს ნუ ცჰადგამტ
ერტ დგესაც მოვა ცჰვენტან დზე ხვტისა და ისევე არ განსაჯოტ ის როგორც ეს ადამიანი განიკიტხეტ!!!
ისევე არმოიქცეტ როგორც ისინი, ვინც ჯვარზე გააკვრეს იესო, ვინც არიწამეს მისი!
მესია რომ მოვა ყველა დავინახავტ რაოდენ დიდ სიტბოს მოიტანს მიწაზე და სიკეტეს დატესავს ცჰვენსჰი, გმერტი არს ცჰვენტან!!!
ამადამიანს კი უბრალოდ მოუსმინეტ ტუ სასარგებლო რცჰევებს გეტყვიტ დაუჯერეტ და სჰემდეგ გაიარეტ ტქვენს გზაზე ყოველგვარი მისი განკიტხვის გარესჰე
წინა ცხოვრებაში ეტყობა იეღოვას მოწამე იყო....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10