x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თინა კანდელაკი და მისი სასიყვარულო თავგადასავლები

image37 წლის თინა კანდელაკმა მხატვარ ანდრეი კონდრახინთან გაყრის შემდეგ, რომელიც მრავალპროფილიანი კლინიკის "ასკონის" მფლობელია, ოფიციალურად ახალი ურთიერთობა არავისთან არ აუწყვია, თუმცა ტემპერამენტიანი და ვნებიანი თინა "მონაზნობას" სულაც არ აპირებს.პირველი სიყვარული თინას 18 წლის ასაკში ეწვია, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში, რუსთაველის პროსპექტზე კინაღამ "ჟიგულმა" გაიტანა, თინა იმ დროს სამსახურში მიიჩქაროდა, ბიჭს ვახტანგი ერქვა და თინასვე თქმით ძალიან წააგავდა ამერიკელ მსახიობს ჩარლი შინს.მერე აღმოჩნდა რომ იგი მხედრიონელი იყო და თანაც ნარკომანი, დედამ, რომელიც პროფესიით ექიმი-ნარკოლოგი იყო სასტიკად აუკრძალა თინას ვახტანგთან ურთიერთობა, თუმცა იგი სიყვარულით დაბრმავებული იყო-"ამაყი კარმენიდან ჯულიეტად ვიქეცი"-იხსნებს თინა, საბოლოოდ თინამ მაშინ გადაწყვიტა ვახტანგს დაშორებოდა, როდესაც ერთხელ მის სახლში მყოფი(მშობლები შინ არ იყვნენ)აბაზანიდან დასისხლიანებული ვახტანგი გამოვიდა, მას ვენაში გაკეთებული წამლის ნემსი ჩაუტყდა...1995 წელს თინა მოსკოვში მიემგზავრება.თავიდან თინამ კარიერა მსახიობ სტანისლავ სადალსკის კარიერის წყალობით ააწყო, მასთან ერთად მიჰყავდა რადიოგადაცემები, ამავე პერიოდში თავის ბიზნესს იწყებდა თინას მომავალი ქმარი ანდრეი კონდრახინი, მას კლინიკა უნდა გაეხსნა ყოფილ საბავშვო ბაღში, რეკლამა სჭირდებოდა, ვიდეორგოლისთვის შეარჩიეს მსახიობები, მათ არჩევენი სტანისლავ სადალსკიზე შეაჩერა, თავის მხრივ სტანისლავმა ანდრეის თინას კანდიდატურა შესთავაზა, მოეწყო რესტორანში თინას და ანდრეის შეხვედრა, საღამოს ქალი სახლში მიაცილა, თინამ მამაკაცი ნაქირავებ ბინაში"ჩაიზე დაპატიჟა"...მერე რაც მოხდა უკვე გასაგებია, ორ დღეში ანდრეი თინასთან გადბარგდა.image მალევე წყვილი დაქორწინდა, თუმცა მომავალში ანდრეის ბიზნესი იმ დონეზე ვერ აეწყო, ხოლო თინას კარიერა, როგორც ტელეწამყვანის სულ უფრო და უფრო იფურჩქნებოდა, ანდრეი თინას ჩრდილქვეშ მოექცა, მათი ქორწინებას კი უკვე მას შემდეგ გაუჩნდა სერიოზული ბზრი, როდესაც 2006 წლის 26 ნოემბერს "Ferrari Enzo", რომელსაც ოლიგარქი მილიარდელი სულეიმან ქარიმოვი მართავდა ხეს შეასკდა, მასთან ერთად მანქანაში.... თინა კანდელაკი იყო."საქვეყნოდ გამასახრავებულ რქიან იდიოტად მიმაჩნდა თავი, რომ დავრჩენილიყავი"ნამდვილ მამაკაცად" თინა სახლიდან უნდა გამეძევებინა"-იხსენებს ანდრეი.2009 წელს ისინი ოფიციალურად გაეყარნენ.image
თინას მორიგი "კარგი ბიჭუნა" 27 წლის ვასილი ბრავკოა(სურათზე), კომპანია "აპოსტოლ მედიას" დირექტორი, თინას უკანასკნელ ხანებში ხშირად ხედავენ ამ ახალგაზრდა კაცთან ერთად, მათ ერთმანეთი 4 წლის წინ გაიცნეს:"თინა ჩემთვის ყველაფერია, ყველაზე ახლო და ძვირფასი ადამიანი!ჭკვიანი, სექსუალური, წარმატებული, ცნობილი, შეძლებული, ნაზი და ძლიერი"-განუცხადა ვასილიმ Post.tv, Face.ru, -ს.image თინა ხშირად სტუმრობს ხოლმე სპორტდარბაზს, სადაც მას თავისი პირადი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც, როგორც თინა ამბობს სიგიჟემდე მოსწონს.image თინა აგრეთვე ხშირად სტუმრობს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, სადაც მას პრეზიდენტი რამზან კადიროვი საჩუქრებით ანებივრებს.

0
335
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0