x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ზაფხულის ერთი დღე

imageგათენებისას, როცა გრძნობ ზაფხულისთვის უჩვეულო
სიგრილეს, ახლად ნაწვიმარი მიწის სუნს და ჩიტების ხმას ე.ი სოფელში ხარ.ეს ყველაზე სასიამოვნო
დილაა და გიხარია, რომ ეს შენ თავს ხდება. უფლება გაქვს იძინო მანამ სანამ მოხუცი ბებიის
ხმა არ გაგაღვიძებს, რომელიც წიწილებს ჭამის
დროს, პატარა ბავშვივით ეფერება და ლოცავს. ასეთია ბებია, რომელიც მთელი წელი ელოდება
, როდის ჩახვალ და რაოდენ დიდი ხნითაც არ უნდა
მოგიწიოს იქ დარჩენა, სულ წუწუნებს რომ არ ჩერდები მასთან....დღის ესეთი სასიამოვნო
დაწყება მთელი წლის ოცნების ასრულებაა. დილის ლოცვის დასრულების შემდეგ, აცნობიერებ
, რომ სოფლისთვის დილა უკვე დიდი ხანია დადგა, როცა ხმა გესმის ადამაინების, რომლებსაც
უკვე მოესწროთ თავიანთი დილის გეგმის შესრულება და ჩრდილს აფარებდნენ თავს, რომ დაესვენათ
. შენ კი გიხარია, რომ დადგა დღე როცა არაფერი
არ გაქვს დაგეგმილი და იმას გააკეთებ რისი სურვილიც გექნება და არა იმას რაც აუცილებლად
უნდა გააკეთო. არ გინდა კონტაქტი ადამაინებთან
, რომლებმაც ესე დაგღალეს მთელი წელი და რომელსაც გაექეცი. ახალი ურთიერთობები, ახალი
დიალოგები, კოცონთან გატარებული ღამეები გინდა, მოპარული სიმინდის შეწვა, რომელსაც სულს
სხვანაირი სიტკბო აქვს, სიცილი გინდა დაუსრულებელი, მთელი ღამის განმავლობაში მინდორზე
წოლა და მთვარის ყურება, გამთენებისას სიცივის
შეგრძნება და მზის მოლოდინი გინდა, რომელიც გგონია რომ შენს გამო აგვიანებს ამოსვლას, რომ
მერე ორმაგად გესიამოვნოს მისი სითბო. ასე იწყება ზაფხულის ლამაზი დღეები, რომელიც ზოგჯერ მოსაწყენი ხდება და სოფლიდან გარბიხარ, სხვა უფრო
ხმაურიან და აქტიურ დასასვენებელ ადგილზე, მაგრამ ბოლოს მაინც უბრუნდები იმ სიმშვიდეს
და ნეტარებას, რომელსაც უკვე იცნობ. მერე ეს ყველაფერიც მთავრდება და მოგონებად რჩება,
რომელსაც ერთ დღეს ესე გაიხსენებ და დაწერ.დაწერ
იმისთვის რომ ყველაზე ცუდად როცა იგრძნობ თავს, წაიკითხო, მოინატრო
და დაელოდო...

imageimage

12
2160
14-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
2160
  
2013, 5 ივლისი, 14:55
აბა შენიცი :D:D:D
2013, 5 ივლისი, 14:54
წავედი სოფელში... :)
2013, 5 ივლისი, 12:48
ალბათ ვერა :) მადლობა
2013, 5 ივლისი, 12:47
LIKE... მართლაც მაგარი სტატიაა, ამ ყველაფერს ალბათ ვერ გადმოცემ ის ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ გამოუცდია :)))
2013, 5 ივლისი, 12:28
მადლობა ასეთი შეფასებისთვის
2013, 5 ივლისი, 12:28
დიდი მადლობა,როგორ მიხარია არიცი
2013, 5 ივლისი, 12:25
მგონი ერთადერთი ხარ ვის სტატიებსაც ბოლომდე ინტერესით ვკითხულობ ხოლმე.ბევრი LIKE:)))))
2013, 5 ივლისი, 12:16
ლამაზი, კარგად დაწერილი და აზრიანი სტატიაა...
2013, 5 ივლისი, 10:42
დიდი მადლობა
2013, 5 ივლისი, 10:42
ხო ამ დროში ძან რთულია რომანტიკოსობა |:):):)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10