x
image
natia.a
რაში გამოვიყენოთ ძველი "პლასტინკები"
გახსოვთ "პლასტინკები", ვინილის ფირფიტები, ლამაზ მელოდიებს რომ უკრავდა... ჩემი მშობლების სახლში ახლაც საგულდაგულოდ არის შენახული დიდი ხნის ნაგროვები, უამრავი ფირფიტის საკმაოდ დიდი კოლექცია. რამდენჯერაც დავაპირე გადაყრა, იმდენჯერ დამენანა...


ჰოდა აი, თურმე რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი შეხედვით დრომორჭმული ნივთებისგან. გამეხარდა, თურმე შემიძლია ახალი სიცოცხლე შევძინო, გამოვიყენო...


image























ესტონელი დიზაინერი, პაველ სიდარენკო ვინილის ფირფიტებისგან უნიკალური დიზაინის საათებს აწყობს. ლაზერის საშუალებით გამოჭრილი ლანდშტაფები, ადამიანები, საგნები, რომლებიც საათის ციფერბლატს ამშვენებს მხოლოდ თითო უნიკალურ ეგზემპლარად არსებობს. აქ წარმოდგენილი კედლის საათები შედის კოლექციაში სახელწოდებით "RE_VINYL".



imageimageimage



























































ამ კოლექციიდან ნამუშევართა ნაწილი ეძღვნება განსაკუთრებული არქიტექტურით ცნობილ ქალაქებს: ტორონტოს, რომს, მაიამს, ტოკიოს, ამსტერდამს, სიდნეის, ბარსელონას და ა.შ.


image
























image




















დიზაინერ ნატალი პეჟოას მიერ გაკეთებული "პლასტინკის" ჩანთები, კიდევ ერთი საშუალებაა იყო გამორჩეული და თან შენი მუსიკალური გემოვნებაც გაანდო საზოგადოებას.


imageimage














image











































ფირფიტის გაცხელებით ვაზების, დეკორატიული თეფშების, საფანქრეების გაკეთებაც შეიძლება. მთავარია, გაცხელებამდე შუაგულში დაწებებული ქაღალდი მოვაძროთ. შემდეგ ღუმელს 200-250 გრადუსამდე ვაცხელებთ და ვდებთ მასში მეტალის ჭურჭელზე მოთავსებულ "პლასტინკას". 5-10 წუთში იგი უკვე ელასტიკური გახდება და შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ (რა თქმა უნდა ამ დროს სქელი ხელთათმანებით უნდა იმუშაოთ). გაცივების შემდეგ შეგიძლიათ მოხატოთ ან შეღებოთ.


imageimage










































შვეიცარიელი ბიორნ ისჩი კი სპირალურად დაჭრილი "პლასტინკებისგან" ორიგინალურ აბაჟურებს აკეთებს. ფოტოს თუ დააკვირდებით, სენიშნავთ, რომ შუაგულში ამოჭრილია სიტყვა "Vinyl", რაც ანთების დროს ჭერზე აისახება.


image




















ცოტაოდენი ფანტაზია და ეს თითქმის გამოუსადეგარი მასალა შეიძლება აქციოთ ალბომის ყდად, ბიჟუტერიად, გაზეთებისა თუ ხელსახოცების ჩასადებად.


imageimage






































image





ნამცხვრის დასადებადაც კი...


image











ასე რომ, ნუ იჩქარებთ ვინილის ფირფიტების გადაყრას, რაიმეში აუცილებლად გამოგადგებათ...

1
288
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
288
  
2017, 8 მარტი, 21:37
გამარჯობათ,ხომ ვერ მეტყვის ვინმე სად შემიძლია გავყიდო ვინილის ფირფიტები *პლასტინკები*599424409
0 1 1