სხვა რაში გამოვიყენოთ ძველი "პლასტინკები" 2013, 4 ივლისი, 23:16 გახსოვთ "პლასტინკები", ვინილის ფირფიტები, ლამაზ მელოდიებს რომ უკრავდა... ჩემი მშობლების სახლში ახლაც საგულდაგულოდ არის შენახული დიდი ხნის ნაგროვები, უამრავი ფირფიტის საკმაოდ დიდი კოლექცია. რამდენჯერაც დავაპირე გადაყრა, იმდენჯერ დამენანა...
ჰოდა აი, თურმე რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი შეხედვით დრომორჭმული ნივთებისგან. გამეხარდა, თურმე შემიძლია ახალი სიცოცხლე შევძინო, გამოვიყენო... ![]() ესტონელი დიზაინერი, პაველ სიდარენკო ვინილის ფირფიტებისგან უნიკალური დიზაინის საათებს აწყობს. ლაზერის საშუალებით გამოჭრილი ლანდშტაფები, ადამიანები, საგნები, რომლებიც საათის ციფერბლატს ამშვენებს მხოლოდ თითო უნიკალურ ეგზემპლარად არსებობს. აქ წარმოდგენილი კედლის საათები შედის კოლექციაში სახელწოდებით "RE_VINYL". ![]() ![]() ![]() ამ კოლექციიდან ნამუშევართა ნაწილი ეძღვნება განსაკუთრებული არქიტექტურით ცნობილ ქალაქებს: ტორონტოს, რომს, მაიამს, ტოკიოს, ამსტერდამს, სიდნეის, ბარსელონას და ა.შ. ![]() ![]() დიზაინერ ნატალი პეჟოას მიერ გაკეთებული "პლასტინკის" ჩანთები, კიდევ ერთი საშუალებაა იყო გამორჩეული და თან შენი მუსიკალური გემოვნებაც გაანდო საზოგადოებას. ![]() ![]() ![]() ფირფიტის გაცხელებით ვაზების, დეკორატიული თეფშების, საფანქრეების გაკეთებაც შეიძლება. მთავარია, გაცხელებამდე შუაგულში დაწებებული ქაღალდი მოვაძროთ. შემდეგ ღუმელს 200-250 გრადუსამდე ვაცხელებთ და ვდებთ მასში მეტალის ჭურჭელზე მოთავსებულ "პლასტინკას". 5-10 წუთში იგი უკვე ელასტიკური გახდება და შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ (რა თქმა უნდა ამ დროს სქელი ხელთათმანებით უნდა იმუშაოთ). გაცივების შემდეგ შეგიძლიათ მოხატოთ ან შეღებოთ. ![]() ![]() შვეიცარიელი ბიორნ ისჩი კი სპირალურად დაჭრილი "პლასტინკებისგან" ორიგინალურ აბაჟურებს აკეთებს. ფოტოს თუ დააკვირდებით, სენიშნავთ, რომ შუაგულში ამოჭრილია სიტყვა "Vinyl", რაც ანთების დროს ჭერზე აისახება. ![]() ცოტაოდენი ფანტაზია და ეს თითქმის გამოუსადეგარი მასალა შეიძლება აქციოთ ალბომის ყდად, ბიჟუტერიად, გაზეთებისა თუ ხელსახოცების ჩასადებად. ![]() ![]() ![]() ნამცხვრის დასადებადაც კი... ![]() ასე რომ, ნუ იჩქარებთ ვინილის ფირფიტების გადაყრას, რაიმეში აუცილებლად გამოგადგებათ... 289 2-ს მოსწონს 1-ს არა
|