x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
გადარჩენილი ხარ!
გადარჩენილი ხარ!

და მრავალ მიზეზს პოულობდი, რათა მასთან შეხვედრისათვის თავი აგერიდებინა. ახლა ნუღარ გააკეთებ ამას. ძალიან ადვილია საბაბის მოძებნა, რომ განერიდო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს. იესოსთან შეხვედრაზე უარის თქმა ბედნიერს არ გაგხდის.


მშვენივრად გრძნობ, ახლა რომ შემოსულიყო იესო, შენი არგუმენტებიდან ნაკვალევიც კი აღარ დარჩებოდა, თვითონვე შეგრცხვებოდა მათი უსუსურობის გამო, ამიტომ ეცადე, იყო პატიოსანი და გამოიკვლიე ვინ არის იესო ქრისტე და რა უნდა შენგან.

გულის სიღრმეში თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ გწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და იცნობდე მას, ეს ერთი და იგივე არაა. მით უმეტეს, შენთვის აუცილებელია მისი გაცნობა, თუნდაც იმიტომ, რომ მას თვითონ ძალიან სურს გაგეხსნას.

ზუსტად ისე, როგორც თითოეული ადამიანი გულისხმობს ღმერთის არსებობას, ასევე იგი გრძნობს, რომ ამ ქვეყნიერებაზე საქმე ისე არ მიდის, როგორც უნდა ყოფილიყო. თითოეული ადამიანის ცხოვრება პრობლემებითაა სავსე: შიში, დაუკმაყოფილებლობა, არსებობის არარაობა, სინდისის ქეჯნა და მრავალი სხვა თან ახლავს მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იცნობს შინაგან კონფლიქტებსა და მსჯავრდადების გრძნობას.ფსიქოლოგები მონდომებით ცდილობენ, დაეხმარონ ადამიანებს სინდისის ქეჯნისაგან გათავისუფლებაში, მაგრამ, როგორაა ეს შესაძლებელი, თუკი ადამიანმა იცის, რომ ის დამნაშავეა? საჭიროა თვით დანაშაულისგან გათავისუფლება!

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0